სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით
გამოსვლას კომიკურს უწოდებენ.როგორც ეკა ბესელია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი გამოსვლისას ქვეყნის იმიჯს უხეშად ეპყრობოდა.
"მან გადაწყვიტა, რომ შეეჯიბროს პრემიერს და თქვა, რომ თითქოს თავად უკეთ ლაპარაკობს რუსულად, ვიდრე პრემიერ-მინსიტრი. ძალიან ურცხვად საუბრობდა დეპუტატებზე ზეწოლაზე. მას დაავიწყდა, რომ ქვეყანას წარმოადგენს ევროსაბჭოში და არა ერთ ვიწრო დამარცხებულ პოლიტიკურ გუნდს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი ჩიქოვანი კი პრეზიდენტს "არაერთი ტყუილის" თქმაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დასანანია, რომ ამ ფორმით სააკაშვილი იმის გამართლებას ცდილობდა, რასაც ბოლო
"რაც შეეხება მის მიერ იმის დეკლარირებას, რომ თითქოს საფრთხის ქვეშ დგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის მორიგი სიცრუე, რომელიც არაერთი იყო ამ გამოსვლაში. იგი ამით ცდილობს, გარკვეული ლეგიტიმაცია მოიპოვოს და მისი პოლიტიკური დასასრული უფრო ლამაზი და ნათელი გახადოს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით გუშინ მიმართა.
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment