Jan 21, 2013

,,ნიუპოსტის“ რეპორტაჟი კარვების ქალაქიდან



karaviამ წუთებში კარვებია გაშლილი პრეზიდენტის სასახლესთან, სადაც მოქალაქეები და პოლიტიკოსთა ნაწილი აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილის დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე. ისინი მიიჩნევენ, რომ მას ვადა უკვე გაუვიდა და აღარ აქვს უფლება, ქართველი ერის სახელით ისაუბროს.
ამ ეტაპისთვის ადგილზე 30-მდე კაცი იმყოფება, მაგრამ როგორც ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი იუწყება, ხალხი ამბობს, ,, 18 საათიდან უკეთესი მოვლენები განვითარდებაო“.
როგორც ,,ნიუპოსტს“ ,,სოლიდარობის“ ხელმძღვანელმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიხეილ ანდღულაძემ განუცხადა, აქცია არ დაიშლება.

,,მიშა უკვე გადამდგარია, მისი უფლებემოსილების ვადა ამოწურულია.ის უკვე ოფიციალურად კონსტიტუციის ძალით აღარ ითვლება პრეზიდენტად. უბრალოდ პარლამენტმა უნდა გააფორმოს აქტის სახით და ქვეყანა დაისვენებს. ჩვენი აქცია სწორედ ამის დაფიქსირებას ემსახურება. ეს არავის ორგანიზებული არ არის, შეიძლება ინიცირებული არის, მაგრამ ხალხი თავად უწევს ორგანიზებას. თავისი ერთად დგომით, ერთსულევნებით აკეთებენ ყველაფერს. 2 თვის განმავლობაში მილიონი ხელმოწერა შეგროვდა.ზღვა ხელმოწერები მოდიოდა ოფისში, ვერ ავუდიოდით დათვლას, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მილიონი ხელმომწერის ნების ამსახველი შესაბამისი განცხადებები არ გავაკეთოთ. ამიტომაც ვდგავართ იქ სადაც ქარიშხალია.“_ ამბობს ანდღულაძე.
მოქალაქეების აზრით, სააკაშვილს აქვს 10 დღიანი ვადა და ამ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება აქციებიც. ,,ხოლო თუ ამ ათი დღის განმავლობაში არ გადადგება ,მერე უკვე სხვა გზას მივმართავთ. აქამდე ვეფერეთ , ვუსვით თავზე ხელი და არ გადადგა და დღესაც თუ ასე ვეფერეთ, არსად არ წავა.“_ ამბობს ბოლნისის მკვიდრი გიორგი გიორგაძე.
,,ვადა უკვე ამოეწურა 5 იანვარს და მაინც არ გადადგა. სანამ არ გადადგება ჩვენ აქ ვიდგებით, არ დავიშლებით. ერთი ასეთი გამოთქმაა სანამ არ დავინახავთ რომ მოკვდა არ დავიჯერებთო, არა არა სანამ მიწა არ დაეყრება მანამდე არ დავიჯერებთო და აი ჩვენც ამას ვიმეორებთ სანამ მიშას მიწას არ დავაყრით არ დავიჯერებთ რომ მოკვდა.რამდენი კუბო უნდა გამოვიდეს მის სახელზე? ყველაზე დიდი ძალა აქვს უფალს, იგებს უფალი და მის გვერდში მდგომი ხალხი. ყველაზე ცოდვა ჩვენ ვართ ხალხი, პარტია მიგვყავს , პარტია მოგვყავს. ჩვენთვის კი არაფერი არ იცვლება. დღევანდელმა მთავრობამ შეცდომები არ უნდა დაუშვას. ჩვენ გავამარჯვებინეთ და ჩვენს გვერდით უნდა იყოს. პარტიები კიარა ჩვენ ხალხი ვიმარჯვებთ.“_ აცხადებს სიღნაშის მკვიდრი ვასილ აფხაზიშვილი.
21.01.2013.

    No comments:

    Post a Comment

    შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






    2010 წლის მეგობრობის შეხვედრები