Jan 3, 2013

პატრიარქისთვის იუბილის მილოცვა მოქალაქეებს დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეეძლებათ

09:15 03-01-2013
პატრიარქისთვის იუბილის მილოცვა მოქალაქეებს დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეეძლებათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 35 წლისთავისა და დაბადების მეოთხმოცე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოქალაქეთა მიღება გაიმართება.
როგორც დღეს, მამა გიოგრი ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მსურველს შეეძლება, პატრიარქს ეს საიუბილეო თარიღები სამების ახალგაზრდულ ცენტრში თავად მიულოცოს. მიღება დღეს, 18:30 დაიწყება.
გარდა ამისა, საიუბილეო თარიღების მისალოცად დღეს თბილისში ჩამოვა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე.
საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები დაგეგმილია 4 იანვარს. 12:00 საათზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის, ხოლო 18:30 საათზე პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები