Jan 5, 2013

ქართულ-ოსური მისია საქართველოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 80 წლის იუბილეს ულოცავს:




E-mail

Print





თქვენო უწმინდესობავ,
გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს.
განუზომელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეშითქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგაგანახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი – აღმშენებლობის ასეთიმასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
თქვენი ქადაგება სათნოებისშემწყნარებლობისმოყვასისა და სამშობლოს სიყვარულისპატიოსნებისა და შრომისმოყვარეობისგანათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაარაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს.
როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამათავმდაბლობისსულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველასთქვენს სულიერ შვილებს.
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
      უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი თაოსნობით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი" ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური...
     პატრიარქის დიდი მცდელობითა და ლოცვა-კურთხევით, მეცნიერება რელიგიას დაუახლოვდა, სამონასტრო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
მისი ლოცვა-კურთხევით მუშაობს ჰუმანიტარული სამსახური, რომელიც მოყვასის არდავიწყებასა და მადლის ქმნაზეა ორიენტირებული. მომლოცველობის სამსახური, რომელიც მართლმადიდებლობასა და საქართველოს ისტორიას ერთად აყვარებს ადამიანებს...
         როცა საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის იმედი ლამის დავკარგეთ, როცა შობადობა იმდენად მცირე იყო, რომ ერს გაქრობის საფრთხე დაემუქრა, ისევ ჩვენი სულიერი მამა აღმოჩნდა საყრდენი და ძალის მიმცემი - ყველა ოჯახს ნათელ-მირონით დანათესავებას დაჰპირდა, თუკი მესამე შვილს იყოლიებდნენ... ბოლო ნათლობა სულ რამდენიმე დღის წინ - ბარბარობას ჩატარდა და პატრიარქის ნათლულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა (მის უწმინდესობას უკვე 14000-მდე ნათლული ჰყავს). მას მერე, რაც პატრიარქმა ყოველი მესამე და მომდევნო შვილის მონათვლა დაიწყო, გაიზარდა იმ ოჯახთა რიცხვი, სადაც მესამე, მეოთხე შვილს აჩენენ.
        სულიერმა მწყემსმა არც ყველაზე მძიმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გვაგრძნობინა ობლობა. მაშინ, როცა საშინელების პირისპირ დარჩენილმა მრავალტანჯულმა, მცირერიცხოვანმა ერმა ამხელა იარა მიიღო, როცა საკუთარ მიწაზე დაცემულ საკუთარ შვილებს ვერ ასაფლავებდა, წესს ვერ უგებდა, ისევ ჩვენი სულიერი მამა მოევლინა მამად შვილებს - ომში დაცემულ ბიჭებს, სათითაოდ გამოიხსნა, სამშობლოს მიწას რომ მიგვებარებინა...
       ”ჩვენ ბევრი სამადლობელი სიტყვა გვაქვს სათქმელი - გადარჩენილი სიცოცხლეების გამო, იმის გამო, რომ ჩვენს მიცვალებულებს ჭირისუფლობდა, 2008 წელს საქართველოს მიწაზე დაცემულ ბიჭებს სათითაოდ გამოითხოვდა სამშობლოს მიწას რომ მიებარებინა... იმისთვის, რომ ჩვენთვის ლოცულობდა და ლოცულობს, ათასი რამ გვყოფს და ის ერთი - გვაერთიანებს...


პატივისცემით ,,ქართულ-ოსური მისია''


რეზო ამაშუკელი – პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, „ქართულ- ოსური მისიის“ თავმჯდომარე.
 თანათავმჯდომარეები:
ლერი ხაბელოვი – საქართველოს პარლამენტის სპორტის  კომიტეტის თავმჯდომარე, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში.
ფერდინანდ ლორთქიფანიძე -ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,  ქართულ-ოსური მისიის თანათავმჯდომარე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი  კავშირის წევრი, საქართველოს  არქიტექტორთა და მშენებელთა  საენციკლოპედიო- საგამომცემლო ფონდის ,, ენციკლოპედია''- ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა წევრი.
მერაბ ჯიბლაძე –  ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
რობერტ ბაბლიძე – აკადემიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
რომან რურუა - საზოგადო მოღვაწე, მსოფლიო, ევროპის და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობაში.
გიორგი ავსაჯანიშვილი – რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი, სამხატვრო ასკადემიის პროფესორი.
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია „თეთრების“  თავმჯდომარე,   გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი.
დიმიტრი ჯაიანი – საქართველოს სახალხო არტისტი, სახლმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფოს ,,პრესტიჟის” ორდენის კავალერი.
შალვა წიკლაური - პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი.
ვასილ კადენეცი – საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი.გენერალ-ლეიტენანტი, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი.
ვალერი ჩხეიძე- გენერალ-ლეიტენანტი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თამაზ ჭეიშვილი – ჟურნალისტი
ინესა იამანიძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
მარინა კაჟაშვილი – პედაგოგი,  დევნილი ცხინვალიდან, სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ქართულ-ოსური მისიის მდივანი.
ნათია ავსაჯანიშვილი – პოეტი.
ლილი ხურითი – სოხუმის დრამატური თეატრის მსახიობი, ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი; გ.შერვაშიძის პრემიის ლაურეატი.
ნანა ხურითი -ხელოვნებათმცოდნე.
შორენა მარსაგიშვილი-ჟურნალისტი,  ,,გაზეთი ახალი თაობის '' რედაქტორის მოადგილე
ნარგიზა ლომთაძე- ჟურნალისტი,ღირსების მედლის კავალერი, წიგნის ,,უკვდავება''-ს ორი ტომის მთავარი რედაქტორი, ( წიგნი ეძღვნება სამაჩაბლო-ახაზეთში დაღუპულთა ხსოვნას) შეიარაღებული ძალების ვეტერანი.
შორენა დარჩია – ჟურნალისტი.
ნონა ხუბულოვი – პედაგოგი.
გიორგი გაგლოევი-მშენებელი, კავკასიის სახლის პრეზიდენტი.
გიმრი ბაწელიშვილი-ფერმერი გურჯაანიდან.
მამა ელიზბარი

პარასკევი, 04 იანვარი 2013 10:22

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები