Dec 20, 2012

თემურ შაშიაშვილი: გავთავისუფლდეთ ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისგან!

(iverioni)


82933
      19 დეკემბერს, დილის 10:00 საათზე, იქ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, ტარდება სამოქალაქო შეკრება და იწყება საპროტესტო მსვლელობა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი ავრცელებს.
შაშიაშვილი უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ იწყებს საპროტესტო აქციების ორგანიზებას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
„მივიღოთ მონაწილეობა სამოქალაქო შეკრებაში და გავაცილოთ მსვლელობის მონაწილენი. დავადასტუროთ, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება და საქართველო განთავისუფლდეს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისგან“, – ნათქვამია „თეთრების“ განცხადებაში.

    No comments:

    Post a Comment

    შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






    2010 წლის მეგობრობის შეხვედრები