ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მტკიცებით, ეს დაუშვებელია და საქართველოს პრეზიდენტმა იანვარში უნდა დატოვოს პოსტი. ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი ამაზე არ წავა. ამიტომაც გადაწყდა მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ამის გამო მთელი რიგი ორგანიზაციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ.
სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, რომლის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოპების უფლებებისათვის“. ამავე მოთხოვნით მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საზპოგადოება „ლაზარე“,საქართველოს უხუცესთა საბჭო“, ინვალიდთა ალიანსი“, უფლებადამცველთა გაერთიანება“, ჩოხოსანტა კავშირი“, დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, „თეთრები“, და სხვა ორგანიზაციები უერთდებიან.
თემურ შაშიაშვილი:
- არ შეიძლება სააკაშვილი პრეიზდენტად დარჩეს. ის არის ჩასაფრებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა ავნოს ქვეყანას. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს 5 წლის ვადით ვირჩევთ. სააკაშვილმა კი ერთი ხელის მოსმით გაახანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ სააკაშვილმა ოქტომბრამდე დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე.. მაჩვენეთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი ოპოზიციაშია, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ოპოზიციაში ჩაუდგა საკუთარ ერს. ეს ძალიან საშიშია. მით უმეტეს, როცა საქმე მიხეილ სააკაშვილს ეხება. ჩვენ ვიწყებთ აქციებს მისი გადადგომის მოთხოვნით. დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება.
- გამოიღებს თქვენი აქტივობა შედეგს? გადადგება მიხეილ სააკაშვილი?
- სააკაშვილი არის სკამზე მიკერებული. მას რომ უთხრა მარტო სკამის პრეზიდენტი იქნებიო, დარჩება. ის არის თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაფლული. მისი სურვილით ის რა თქმა უნდა, არ გადადგება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, გადადგეს.
- დასავლეთს და იგივე ამერიკას რა რეაქცია ექნებათ ამაზე? ისედაც ბევრს საუბრობენ ზეწოლაზე?
- ძალიან მაინტერესებს, რას იზამდნენ ამერიკელები, მათ პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა რომ ერთი წლით გაეხანგრძლივენინა? ამაზე საშინელი ამბები ატყდებოდა, ამას ამერიკელს ვინ აკადრებს? მაინტერესებს, რასაც ამერიკლელს არ აკადრებ, ქართველს რატომ უნდა აკადრო? ძალიან მწყდება გული ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი დამოკიდებულების გამო. როგორც ჩანს, მათ არ აწყობთ ქართველი ხალხის ნების გამომხატველი მთავრობა მართავდეს საქართველოს. მე კი არ მინდა, ჩემი მთავრობა კრემლს, ან თეთრ სახლს ეგებოდეს ფეხქვეშ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არავის არ უნდა დავუგდოთ ყური. სააკაშვილს ქვეყნისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, დარჩენის შემთხვევაში კი ის კიდევ ბევრ უბედურებას მოგვიტანს. ამიტომ ის უნდა გადადგეს, როგორც კი მისი ვადა ამოიწურება. ამ მოთხოვნით 19 დეკემბრიდან აქციები დაიწყება.
- საგანგებო განცხადება იმ ადგილას გააკეთეთ, სადაც წლების წინ დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა. ეს ადგილი ალბათ საგანგებოდ შეარჩიეთ.
- საგანგებოდ შევარჩიეთ. ამ ადგილას წლების წინ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი. ამის შესახებ ბრძანება გამოსცა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ. სააკაშვილმა არც წინამორბედის ბრძანება გააუქმა და არც პატრიარქის კურთხევა ჩააგდო რამედ. მან ძეგლის გატანა მოინდომა და დიდი მეფის ძეგლი თბილისის შესასვლელთან დადგეს. 2 ღამე გავათენე ამ ძაგლთან. სამუხაროდ, მაშიმ საქართველოს მოსახლეობა გვერდით არ დამიდგა. მაშინ ყველას რომ ამოეღო ხმა, ასე არ მოხდებოდა, აქციების დაწყების შესახებ საზოაგდოებას ხვალ 19 დეკემბერს ისევ იმ ადგილიდან მივმართავთ, შემდეგ კი ქუთაისში გავემგზავრებით და იქ გავმართავთ აქციას. დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანით საქართველოში ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ამის გაგრძელება იყო ქუთაისში მემორიალის აფეთქება, ორმელსაც „ქართული ფილოსოფიური ტრაქტატი „ ეწოდებოდა.
- აქციის მოწყობას პარლამენტის წინ აპირებთ?
- იმ ადგილას შევიკრიბებით, სადაც 2009 წლის 19 დეკემბერს, სააკაშვილის ბრძანებით, დიდების მემორიალი ააფეთქეს. ეს იყო მერაბ ბერძენიშვილის უნიკალური ნამუშევარი. მას ქართული ბიბლია უწოდეს. სააკაშვილმა კი მისი აფეთქების ბრძანება გასცა და ეს ჩაიდინა ნიკოლოზობის დღეს. ნიკოლოზის შვილიშვილმა, ნიკოლოზის შვილმა, ნიკოლოზის მამამ ნიკოლოზობა დღეს დიდების მემორიალი ააფეთქა, ორემლსაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.
-თქვენ დეპუტატებსაც მოუწოდეთ შეუერთდნენ ამ აქციას. შემოუერთდებიან?
- იმედი მაქვს, რომ შემოუერთდებიან. გარდა ამისა, რეზო ჩხეიძეს სურს მიმართოს პარლამენტს. მას სულ 5 წუთი დასჭირდება განცხადების გასაკეთებლად. ბატონმა რეზომ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს.
- როდემდე გაგრძელდება აქციები?
- სანამ სააკაშვილი არ გადადგება. სააკაშვილს უფლებამოსილება 2012 წლის 4 იანვარს ეწურება. მისი გადადგომის მოთხოვნით. 4 იანვარს პრეზიდეტის რეზიდენციასთან შევიკრიბებით.
- მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი თუ გაქვთ? ბევრი თვლის, რომ არჩევნების შემდეგ სააკაშვილი დამარცხდა.
- 1 ოქტომბერის არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო მთელი ერის დდი გამარჯვება. სამწუხაროდ, მოსახლეობას ჰგონია, რომ 1 ოქტომბერს ყველაფერი დამთავრდა. თუმცა ასე არ დამთავრდება მანამ, სანამ იმ დიდ პროგრამას, რომლითაც მოვიდა „ქართული ოცნება“. ჰყავს ჩასაფრევულები, გაყოყოჩებულები და გაბოროტებულები.
- ვინ არის ჩასაფრებული,. გაბოროტებული, ან გაყოყოჩებული?
-ჩასაფრებული არის პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა. გაყოყოჩებული არის. ვინც ივანიშვილის ამალაში მოხვდა. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი. გაბოროტებულია ის, ვინც ვერ მოხვდა მინისტრად
ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი
"ახალი თაობა" 2012 წლის 18 დეკემბერი
No comments:
Post a Comment