14:13 / 17-12-2012
კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მე ვერ შევცვლი, მაგრამ თუ გამოჩნდება პერსპექტივა და პოზიტიური ცვლილებები, შეიძლება ამ კანონის ელემენტებში ცვლილების შეტანის შესახებ ვიფიქროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასე თავად ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა უნდა მიიღონ.
"თუ დავინახავთ პოზიტივს და აღმოვაჩენთ, რომ ეს რეალურ პროგრესს ხელს უშლის, ალბათ, პარლამენტარები იფიქრებენ იმაზე, რომ მოდიფიკაცია შეიტანონ ამ კანონში, კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ნამყოფი პირების დაკავებას ეხება - იმ შემთხვევაში, თუ ისინი თბილისში ჩამოვლენ. ბოლო პერიოდში როგორც ვიცი, არავინ დაუკავებიათ და მხოლოდ გარკვეული სანქციები ვრცელდება. ცვლილება შეიძლება ამ საკითხს შეეხოს. სავიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთის მხარეს აქვს საქართველოსთან მიმართებაში, არ არის ადეკვატური ჩვენი კეთილი ნებისა, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ლიბერალური რეჟიმის შემოღების შესახებ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია, რუსეთს სავიზო რეჟიმის კუთხით საქართველოსთან პრეტენზიები ჰქონდეს.
"ჩვენთან ჩამოსულ მოქალაქეებს საზღვარზევე ურტყამენ ბეჭედს, მგონი ღვინოსაც ჩუქნიან და 5 წუთში მთავრდება მთელი პროცედურა. ვლადიკავკაზში რომ მოინდომო წასვლა, ეს იმდენად რთულია, რომ სან პაულოში ან ტოკიოში უფრო ადვილად წახვალ. ეს რეალობაა და ამ მხრივ პრეტენზიები რუსეთის მხარეს ჩვენთან არ უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"
კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მე ვერ შევცვლი, მაგრამ თუ გამოჩნდება პერსპექტივა და პოზიტიური ცვლილებები, შეიძლება ამ კანონის ელემენტებში ცვლილების შეტანის შესახებ ვიფიქროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, ასე თავად ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა უნდა მიიღონ.
"თუ დავინახავთ პოზიტივს და აღმოვაჩენთ, რომ ეს რეალურ პროგრესს ხელს უშლის, ალბათ, პარლამენტარები იფიქრებენ იმაზე, რომ მოდიფიკაცია შეიტანონ ამ კანონში, კონკრეტულად იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში ნამყოფი პირების დაკავებას ეხება - იმ შემთხვევაში, თუ ისინი თბილისში ჩამოვლენ. ბოლო პერიოდში როგორც ვიცი, არავინ დაუკავებიათ და მხოლოდ გარკვეული სანქციები ვრცელდება. ცვლილება შეიძლება ამ საკითხს შეეხოს. სავიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთის მხარეს აქვს საქართველოსთან მიმართებაში, არ არის ადეკვატური ჩვენი კეთილი ნებისა, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ლიბერალური რეჟიმის შემოღების შესახებ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია, რუსეთს სავიზო რეჟიმის კუთხით საქართველოსთან პრეტენზიები ჰქონდეს.
"ჩვენთან ჩამოსულ მოქალაქეებს საზღვარზევე ურტყამენ ბეჭედს, მგონი ღვინოსაც ჩუქნიან და 5 წუთში მთავრდება მთელი პროცედურა. ვლადიკავკაზში რომ მოინდომო წასვლა, ეს იმდენად რთულია, რომ სან პაულოში ან ტოკიოში უფრო ადვილად წახვალ. ეს რეალობაა და ამ მხრივ პრეტენზიები რუსეთის მხარეს ჩვენთან არ უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment