14:09 / 17-12-2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 19 დეკემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციები გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა ორგანიზაციები არიან, რომლებმაც შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს. ისინი დღეს სასტუმრო "რედისონთან" შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს მომავალი აქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ ანდღულაძე აცხადებს, პირველი აქცია 19 დეკემბერს სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
"სააკაშვილის რეჟიმმა აღმაშენებლის ძეგლს ხალხთან და ავტორთან შეუთანხმებლად, თვითნებურად ადგილი შეუცვალა, რის გამოც სიმბოლურად აქციას დავიწყებთ სწორედ აქედან. პროტესტი გაგრძელდება ქუთაისში 19 დეკემბერს, 14:00 საათზე. აქცია შედგება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი", - განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.
მისივე თქმით, აქციები გაიმართება მარტვილში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში.
"ქართველი ხალხის მიზანია, 2013 წლის 4 იანვარს დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა. სააკაშვილი ვეღარ შეძლებს თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩიხში შევა", - აცხადებს მიხეილ ანდღულაძე.
დღესვე მიხეილ ანდღულაძემ ჟურნალისტებს რეჟისორ რეზო ჩხეიძის პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი მიმართვა გააცნო. რეზო ჩხეიძე უსუფაშვილს ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს და შემდეგ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას ითხოვს.
"ინტერპრესნიუსი"
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 19 დეკემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციები გაიმართება.აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა ორგანიზაციები არიან, რომლებმაც შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს. ისინი დღეს სასტუმრო "რედისონთან" შეიკრიბნენ და ჟურნალისტებს მომავალი აქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ ანდღულაძე აცხადებს, პირველი აქცია 19 დეკემბერს სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
"სააკაშვილის რეჟიმმა აღმაშენებლის ძეგლს ხალხთან და ავტორთან შეუთანხმებლად, თვითნებურად ადგილი შეუცვალა, რის გამოც სიმბოლურად აქციას დავიწყებთ სწორედ აქედან. პროტესტი გაგრძელდება ქუთაისში 19 დეკემბერს, 14:00 საათზე. აქცია შედგება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა დიდების მემორიალი", - განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.
მისივე თქმით, აქციები გაიმართება მარტვილში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში.
"ქართველი ხალხის მიზანია, 2013 წლის 4 იანვარს დამთავრდეს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მოღვაწეობა. სააკაშვილი ვეღარ შეძლებს თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩიხში შევა", - აცხადებს მიხეილ ანდღულაძე.
დღესვე მიხეილ ანდღულაძემ ჟურნალისტებს რეჟისორ რეზო ჩხეიძის პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი მიმართვა გააცნო. რეზო ჩხეიძე უსუფაშვილს ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს და შემდეგ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას ითხოვს.
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment