Dec 20, 2012

,,ქართულ - ოსური მისია" ლერი ხაბელოვს ულოცავს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობას






    20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობდა:
სეოკ-ის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში გია ნაცვლიშვილი, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე და  საქართველოს პარლამენტის ,,ქართული ოცნების" ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე,  ,,ქართულ- ოსური მისი’’ თანათავჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი  საქართველოში, სახელოვანი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (100 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებსა (1982) და ახალგაზრდებს (1983) შორის, სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). 1993-96 წლებში გამოდიოდა რუსეთის სახელით. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი - ლერი ხაბელოვი.
       ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან არჩევნებში 107-მა მიიღო მონაწილეობა. ლერი ხაბელოვს 59-მა მათგანმა დაუჭირა მხარი, გია ნაცვლიშვილს 43-მა, ბეჟან ხურციძეს კი 4-მა. ერთი ხმა გაუქმდა.
დელეგატებმა სეოკ-ის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით ლერი ხაბელოვი აირჩიეს.

სეოკ-ის ახალმა პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას თავისი გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეხუთე პრეზიდენტია. 1989-1996 წლებში სეოკ- ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, 1996-2004 წლებში - ჯანო ბაგრატიონი, 2004-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლიდან დღემდე კი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახლდათ. 2007-2008 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობას გოგი თოფაძე ასრულებდა.
       ქართულ - ოსური მისიის წევრები  ბატონ ლერი ხაბელოვს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ წინსვლასა და გამარჯვებას პროფესიულ საქმიანობაში, ჩვენი ქვეყნის სახელის დიდებისა და მომავლისათვის.        2012 წელი დიდად წარმატებული აღმოჩნდა დიდი სპორტსმენისათვის, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქარელის რაიონის მოსახლეობამ 2012 წლის - 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთხმად ხმა მისცეს და აირჩიეს ქარელის მაჟორიტარ - დეპუტატად.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით„ქართულ-ოსური მისიის’’
დამფუძნებლები:
 
რეზო ამაშუკელიპოეტი, რუსთაველის პრემისი ლაურეატი, „ქართულ- ოსური მისიისთავმჯდომარე
 
ფერდინანდ ლორთქიფანიძე -ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიისთანათავმჯდომარე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი,საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდისენციკლოპედია“ - ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი
მერაბ ჯიბლაძეფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი  

რობერტ ბაბლიძეფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
რომან რურუა - საზოგადო მოღვაწე, მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მრავალგზის მსოფლიო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭიდაობაში. გიორგი ავსაჯანიშვილირესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი
 თეიმურაზ შაშიაშვილიპარტიათეთრებისთავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი 
დიმიტრი ჯაიანისაქართველოს სახალხო არტისტი, სახლმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიიის ლაურეატი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფოს ,,პრესტიჟისორდენის კავალერი 
 შალვა წიკლაური - პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი
ვასილ კადენეცისაქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი.გენერალ-ლეიტენანტი, ეკონომიურმეცნიერებათა დოქტორი
ვალერი ჩხეიძე - გენერალ-ლეიტენანტი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თამაზ ჭეიშვილიჟურნალისტი
 ინესა იამანიძეფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.
მარინა კაჟაშვილიპედაგოგი, დევნილი ცხინვალიდან, სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი 
ნათია ავსაჯანიშვილიპოეტი
შორენა მარსაგიშვილი- გაზეთ   ,,ახალი თაობა'' რედაქტორის მოადგილე 
ლილი ხურითისოხუმის დრამატური თეატრის მსახიობი, ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი; . შერვაშიძის პრემიის ლაურეატი
ნანა ხურითი -მსახიობი
 ნარგიზა ლომთაძე- ჟურნალისტი, ღირსბის მედლისკავალერი, წიგნებისუკვდავებაორი ტომის მთავარირედაქტორი წიგნი ეძღვნება სამაჩაბლო-აფხაზეთში დაღუპულთ ხსოვნას)შეიარაღებული ძალების ვეტერანი
შორენა დარჩიაჟურნალისტი
ნონა ხუბულოვიპედაგოგი
გიმრი ბაწელაშვილი - ფერმერი
გიორგი გაგლოევი - მშენებელი, კავკასიის სახლის პრეზიდენტი
მამა ელიზბარი  


20. 12. 2012.
 ,,ქართულ-ოსური მისია''”

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები