Dec 20, 2012

დღეს 15:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში



1-aqcia2

პარტია „თეთრები“ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გაერთიანებულ 30 -მდე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში.
19 დეკემბერს ქუთაისში, პარლამენტის წინ, მათ გამართეს აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. აქციის საორგანიზაციო ჯგუფს ჰქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ხელმძღვანელობას გადასცეს დიდების მემორიალის აფეთქებისადმი მიძღვნილი წიგნი „დაუჯერებელი სინამდვილე“ , რეზო ჩხეიძის მიმართვის ტექსტი და გაზეთი “ერთსულოვნების საგანგებო ნომერი”, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეძღვნება.
მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
გუშინვე, ქუთაისში, “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას.
დღეს, 20 დეკემბერს, 15:00 საათზე „თეთრები“ მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად გამართავს მოსახლეობასთან შეხვედრას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.
ხვალიდან შეხვედრები გაგრძელდება დასავლეთ საქართველოს სხვა ქალქებში: მარტვილში, ფოთსა და ბათუმში
“თეთრების” პრეს-ცენტრი
2012 წლის 20 დეკემბერი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები