
აგვისტო 2008
თამარაშენი, აჩაბეთი, ზემოთ ქემერტი,
აყრილი ჩემი სამაჩაბლო ქარდატეხილი;
აქ ხოდაბუნებს უქართველოთ დასხმიათ რეტი,
კვლავ ჩაგეხუტო არაფერი არ მინდა მეტი!
მე გიმზადებდი ამოუცნობ დღესასწაულებს
მსურდა , ვიცხოვრე შენი ვნების კორიანტელით,
ახლა კი საით, მამულეთო, სულო მგოსანო!
... და გარიყული შერჩი აწმყოს თეთრი ფანტელი...
ო , როგორ მტკივა შენი ღამე შავი უდაბნო
შენ აღარახარ ჩემი ლექსის ციდან მთოველი,
ისევ მიყვარხარ, სულო ჩემო, ჩემო იმედო,
მსურს გაგამხნევო ჩემი ლექსით, ჩემი სიმღერით.
გამომიხსენი!მესმის შენი ხმა განწირული,
ნატანჯო ჩემო ედემო და ახლა ნაცარო...
ცრემლით სავსეა ეს თვალები შენსკენ მზირალი
და ცოტაც, ვიდრე გამოგიხსნი უნდა მაცალო!
შოთა დარბუაშვილი
21. 12. 2012.
No comments:
Post a Comment