Dec 22, 2012

დღეს, 22 დეკემბერს – გაიმართება შეხვედრები ზუგდიდსა და ფოთში



პარტია „თეთრები“პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს  დასავლეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას.



20 დეკემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა ძალიან გულთბილი და საინტერესო  შეხვედრა ქალაქი ინტელიგენციასთან, დარბაზში იმყოფებოდნენ პროფესურისა და  შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.
შეხვედრის 300-მდე მონაწილემ ხელი მოაწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას.
შეხვედრები გაგრძელდება  სამეგრელოს ქალაქებში.გაიმართა შეხვედრა მარტვილში.დღეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას  ზუგდიდსა და ფოთში.
როგორც პარტია „თეთრების“ ლიდერის განცხადებით მათ ჰქონდათ  უაღრესად თბილი და საინტერესო შეხვედრები და მოსახლეობის მხრიდან იგრძნობოდა დიდი გაგება და მხარდაჭერა  ამ პროცესების მიმართ.

,,ქართულ-ოსური მისია'' პრეს-ცენტრი
2012 წლის 22 დეკემბერი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები