Mar 2, 2013

გრიგორი კარასინი - რუსეთი არ გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის

რუსეთი არ გააუქმებს სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, მოსკოვს არ შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა , - განცხადება ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა "ეხო მოსკვისთან" საუბრისას გააკეთა.
თუმცა, ამავე დროს რუსმა დიპლომატმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
გუშინ პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან გრიგორი კარასინთან შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ განაცხადა, რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს განიხილავს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის ახალ სფეროებად მეცნიერება და ჯანდაცვა მოინიშნა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ის სფეროები, რომლებზეც პირველ შეხვედრაზე იმსჯელეს.
 02-03-2013 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები