Mar 18, 2013

,,ქართულ-ოსური მისია'' უკმაყოფილოა უყურადღებობით

15 მარტს სასტუმრო ,,თორი'' საკონფერენციო დარბაზში გამრათა ,,ქართულ-ოსური მისიის'' სხდომა თემაზე: ,,მშვიდობიანი კავკასია -მომავლის საუბრები'', რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს დამსახურებული საზოგადო მოღვაწე , რუსთაველის პრემიის ლაურიატი, პოეტი რეზო ამაშუკელი. იმ  დღეს სასტუმრო ,,თორი''  გამოირჩეოდა დიდი სტუმრიანობით, დარბაზში ხალხი ვერ ეტეოდა. ამ პატარა მისიის დიდი საქმის წამოწყებისათვის ქუდზე კაცი გამოცხადდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწენი:  დარბაზში ისხდნენ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგან ათამდე დეპუტატი, თხუთმეტამდე საქართველოში ცნობილი მეცნიერი: პროფესორი,  დოქტორი.

დარბაზს ამშვენებდა მისიის თანათავმჯდომარე,საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში,სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი - ლერი ხაბელოვი,
ასევე რამოდენიმე სპორტის  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, ექსპერტები, პოეტები, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწენი, პოლიტიკური პარტიები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე-დავით რაზმაძე, გორის გამგებელი- პაპუნა კობერიძე თავისი აპარატით, ასევე  გორის მაჟორიტარი დეპუტატები: სოსო ვახტანგაშვილი, თამაზ შიოშვილი.  ჩვენდა გასაოცრად   ,,ქართულ-ოსური მისიის’’ სხდომას საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერის წარმომადგენლებიც დაესწრ, რომელნიც დაღლილი არიან გაუთავებელი კონფლიქტებით, რომელთაც საქართველოს კეთილღეობისათვის უძგერთ გული. ესენი იყვნენ: ქართველი, ოსი, რუსი, სომეხი, ებრაელი, იეზდი, ასევე იყვნენ წარმომადგენლები ყაბარდო ბალყარეთიდან.
სტუმართა შორის იყვნენ: საზოგადო მოღვაწე, მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მრავალგზის მსოფლიო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭიდაობაში-რომან რურუა,ექსპერტი კავკასიის საკითხებში- მამუკა არეშიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი- გიორგი ვოლსკი, კონსტიტუციონალისტი-პაატა ცნობილაძე, ,,თეთრების’’ ლიდერი-თეიმურაზ შაშიაშვილი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, მინისტრის წარმომადგენელი რეინტეგრაციის სამინისტროდან-მარინა სალუქვაძე  მადლობა მას , ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი- რობერტ ბაბლიძე, ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი-მერაბ ჯიბლაძე,რომელმაც ისაუბრა თემაზე: ,,ორი ევრაზიის შესახებ'', ასევე საინტერესო სიტყვით გამოვიდა პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით ლორდქიფანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი,გენერალ ლეიტენანტი,ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი-ვასილ კადინეცი,ავღანელთა კავშირის თავმჯდომარე- მრავალგზის ომების მონაწილე ნუგზარ კახნიაური, ჩოხოსანთა კავშირის თავმჯდომარე ფერდინანდ ლორდქიფანიძე, საქართველოში საავტორო სკოლის დამფუძნებელი და
 მ. სააკაშვილის სკოლის დირექტორი ინესა იამანიძე,პოეტი-ნათია ავსაჯანიშვილი, ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი-მანუჩარ მაჩაიძე,ფრიდონ ინჯია,თითოეულმა მათგანმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა,განსაკუთრებით ძალზედ მნიშვნელოვან თემას შეეხებოდა  გიორგი ვოლსკის გამოსვლა თემაზე ,, ამერიკისა და რუსეთის შეთანხმება'' საქართველოს საკითხზე, რომელიც ქართულმა მხარემ ჩაშალა. ასევე ლონდერ ცაავა,  რომემაც გამოთქვ საუკეთესო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამედიცინო დაზღვევა გავცეთ აფხაზებზე და ოსებზე რამეთუ,  ეს იქნება მიზეზი მათი ჩვენს მხარეს გამოსვლისა და ურთიერთობების აღდგენისა და სხვათა გამოსვლები.
       მაკვირვებს ერთი, როგორ შეიძლებოდა  ქართული საზოგადოების ამ კატეგორიის ,ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის თემა ტელევიზიით არ გაშუქებულიყო,არასდროს არცერთი ტელეარხი  (1-2 გარდა)არ ინტერესდება აღნიშნული საკითხით, ისე სამეგობრომ შეგვატყობინა,  რომ ასე აქვთ დავალებული თითქოს,რაც გულსატკენია.
    ჩვენ ,,ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებლები '' ვფიქრობდით ,როგორც კი აღნიშნულ საკითხზე დავიწყებდით მუშაობას მაშინათვე დიდი ინტერესი გაჩნდებოდა ჩვენს მიმართ.
      ჩვენ არ ვართ ის მისია , რომელნიც მხოლოდ დაფინანსებებზე  გადაგვქონდეს აქცენტი, ჩვენ! ჩვენი ქვეყნის გულწრფელი და გულაღტკინებული შვილები ვართ ,რომელნიც არ ვიყიდებით ძვირად ღირებულ პროექტებზე!!!
        მაკვირვებს კიდევ ის ფაქტი, რომ უამრავი ახალი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტი იყო მოწვეული ამ ღონისძიებაზე და უინტერესოდ დატოვეს, ხანდახან ვფიქრობ სუურთ კია ქართულ მხარეს ქართველების,ოსებისა და აფხაზების შერიგება? არ მინდა დავიჯერო და ვერც ვერავინ დამაჯერებს, რომ  ჩვენს  პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინას მოსაწვევი გადასცეს და ასეთ ღონისძიებაზე უარი თქვაა?  ასე ბლოკავდნენ ჩემო კეთილო ადამიანებო მ.სააკაშვილთან მისასვლელ გზებს  მისი ახლო გარემოცვა ვითომდა პრეზიდენტის კეთილმოსურნენი  და ამ დათვური სამსახურით  შედეგიც ვიხილეთ .განსაკუთრებით არ ველოდით სახალხო დამცველის-ბატონ უჩა ნანუაშვილის ასეთ უყურადღებობას  და ჩვენს მიერ მის წინაშე წარმოდგენილ პატიმრების საკითხს, რომელსაც სხვა არასამთავრობოებთან  განიხილავს   და  დღეს ერგნეთში მოეწყობოდა შეხვედრა ,,ქართულ-ოსური მისიის გარეშე''. ის ვინც იქ დაიბადა, ის ვინც კონფლიქტის ზონის ავ-კარგი იცის,   ის ვინც  ოსურ ხასიათს საუკეთესოდ სცნობს, მას იგნორირებას უკეთებენ და ძველი მთავრობის კურს აგრძელებენ., არცაა გასაკვირვი რამეთუ ბატონ ბიძინას ვისზეც დიდ იმედებს ვამყარებთ დევნილი მოსახლეობა გვერდში სააკაშვილის გამოზრდილები  ჰყავს კალთის ქვეშ ამოფარებული,რომელთა პროექტებმა ქვეყანას 2008 წელი მოუტანეს. ის რაც შოთა უტიაშვილის სირბილმა გამოიღო ნაყოფად, გულწრფელად ვამბობ, არ მინდა იგივე გზაზე ახალ ხელისუფლებამაც გაიაროს. დღეს საქართველოში პოლიტიკური ქულების დასაწერად ბრძოლაა, მე ეს ქულები დიდი ხნის წინ დავიწერე ჩემს დევნილ მოსახლეობაში , მთავარია   ჩვენი ქვეყნის საქმე გაკეთდეს და პირველობა თქვენთვის დამითმია ჩემო კარგებო! მე დიდი ხანია შეჩვეული ვარ ჩემი იდეების პლაგიატურას. მაგრამ იმ სამსახურის შექმნის იდეას ვერავის დავუთმობ, რასაც ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც ცხოვრების ნახევარი გავატარე საზღვარზე მოსახლეობის გადასვლა-გადმოსვლის მონიტორინგს მე უნდა ვუხელმძღვანელო. სოფელმა, რომელმაც ერთ დღეს 5 ვაჟკაცი შესწირა სამშობლოს ზვარაკად ჩემი ერთადერთი ძმა და სანათეასო იყო!!! ამიტომ ამ სოფელს და მის ქართულ-ოსურ საზღვარს განსაკუთრებული მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი სჭირდება, სჭირდება ისეთი ადამიანი ვინც საკუთარი ავტორიტეტით გაიტანს დაწყებულ საქმეს ბოლომდე.
თამაშის დრო დასრულდა მეგობრებო!!!


,ქართულ-ოსური მისიის'' სახელით
 მისიის პასუხისმგებელი მდივანი

მარინა კაჟაშვილი
18.03.2013.



 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები