Feb 7, 2013

თემურ შაშიაშვილი: “პარლამენტის ეს ნაბიჯი უაღრესად პოზიტიური და ღირსეულია.!”



paralmentiკოალიცია „ერთსულოვნების“ ერთერთი დამფუძნებელი პარტიის, „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქუთაისიდან გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, უარი უთხრას სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაზე. თემურ შაშიაშვილის შეფასებით პარლამენტის ეს ნაბიჯი უაღრესად პოზიტიური და ღირსეულია.
მისი თქმით საპარლამენტო უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ეხმიანება კოალიცია „ერთსულოვნების“ მოწოდებას, რაც მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ ხელმოწერით დაადასტურა.

„ეს არის ღირსეული გადაწყვეტილება, რაც ეხმიანება ჩვენს მოწოდებას, ჩვენ ვამბობდით, რომ ღირსების მქონე პარლამენტმა არ უნდა მისცეს სიტყვა თვითმარქვია, ვადაგასულ პრეზიდენტს, სწორედ ამიტომ ვაწყობდით ქუთაისში „ღირსების აქციას“ ….“ განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა და ერთსულოვნების წევრმა თემურ შაშიაშვილმა,
როგორც ხვალინდელი აქციის ორგანიზატორი შაშიაშვილი აცხადებს, 8 თებერვალს დაგეგმილი აქცია მაინც შედგება. „ჩვენ ხვალ ვიქნებით გელათში და დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათში შევხვდებით, ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში“ აცხადებს თეთრების ლიდერი.
მისივე ინფორმაციით დღეს, 17:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც იდგა დიდების მემორიალი, გაიმართება 8 თებერვლის აქციის საორგანიზაციო შტაბის შეკრება .
თეთრების“ პრეს-ცენტრი
2013 წლის 7 თებერვალი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები