Feb 9, 2013

მადლობა ამერიკას! (წერილი რიჩარდ ლომგულის სეხნიას)



Tavisuსაქართველოს ვერასდროს ეყოლებოდა შლეგი, ავხორცი, ბანგის მოყვარული, ხალხის მოძულე, ტირანი, დიქტატორი, მშიშარა პრეზიდენტი, რომ მეგობრებს არ შემოეტენა – ამისათვის მადლობა ამერიკას!
„ავლაბრელი ყურცქვიტა“ ვერასდროს გაბედავდა ომის დაწყებას დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან, რომ მეორე დიდი სახელმწიფოს იმდროინდელ პრეზიდენტს თავისი საარჩევნო კომპანიისათვის არ ეთხოვნა, პატარა ომი წამოიწყეო – ამისათვის, მადლობა ამერიკას!
2008 წლის ომის დაწყებისთანავე ამერიკამ საფლაგმანო გემები გამოგვიგზავნა. მართალია, თურქეთმა რამდენიმე დღე, ვიდრე რუსი სალდაფონები ძარცვა-გლეჯას მოათავებდნენ, ბოსფორის სრუტეში „არ გაატარა“ და სტამბულთან აყურყუტა ნატოელი მოკავშირე და უფროსი ძმა, მაგრამ ბოლო-ბოლო ამ უდაბნოების ქვეყანაში ხომ ჩამოიტანეს კანისტრებით სასმელი წყალი – ამისათვის მადლობა ამერიკას!
„დემოკრატიის შუქურა“ ვერასდროს გაბედავდა 26 მაისის ტრაგედიის დატრიალებას, წინა საღამოს რომ არ დაეყრანტალებინა ჩვენი უდიდესი მეგობრის წვერცანცარა მაშინდელ ელჩს, ხელსიუფლებას ყველაფრის უფლება აქვსო – ამისთვისაც მადლობა ამერიკას.

წლების მანძილზე ქართველი კაცი მამა-პაპურ სახლ-კარს ყიდის და ასე შეკოწიწებული ფულით ცდილობს მოიპოვოს ამერიკელ დიპლომატთა კეთილგანწყობა, რომ როგორმე მოახერხოს სამუშოს საპოვნელად ამერიკაში ჩაღწევა. ეს მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რიგის დაცვით, მკლავგაშლილი იკრავს გულში მოსკოვის საელჩოში განცხადების შეტანიდან სულ რამდენიმე თვის ლოდინის შემდეგ – ამისთვისაც მადლობა ამერიკას!
ამერიკის ახლანდელმა ელჩმა, რომლის დიდი იმედი აქვს ქართველებს, წუხელ ვითომპრეზიდენტისაგან გამოსულმა უსმინა, უსმინა ქართველ მღვდელს, მამა ელიზბარს და არ შეისმინა მისი ნათქვამი:
- რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს;
- რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის დღევანდელი პატრონი თვითმარქვიაა;
- რომ მთავრობა უნდა ელაპარაკოს არა თვითმარქვიას, არამედ ქართველ ხალხს;
- რომ ..რომ…რომ…
ელჩმა უსმინა, უსმინა და დაუბარა – ერთად უნდა იყოთო (?)
ვისთან ერთად უნდა ვიყოთ, ბატონო ელჩო?
• საკუთარი ხალხისათვის გენოციდის მომწყობთან?
• ნეოფაშისტური პარტის ლიდერთან?
• ქვეყნის ტირან მმართველთან?
• თვითმარქვია არარაობასთან?
ამისთვისაც, დიდი მადლობა ამერიკას!
გია სიხარულიძე
09.02.2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები