Feb 5, 2013

დავით უსუფაშვილი: მიხეილ სააკაშვილს გეგმები ჩაეშალა

05 02 2013 00:18:11 
დავით უსუფაშვილი: მიხეილ სააკაშვილს გეგმები ჩაეშალა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ვერ შეძლებს იმ საკონსტიტუციო მუხლის გამოყენებას, რომელიც მას ერთპიროვნულად მთავრობის დათხოვნის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 
"ოთხშაბათის სხდომაზე უმრავლესობას აქვს ინიციატივა, რომ შედგეს პოლიტიკური დებატები სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხილვის საგანი იყო და ეს არის არჩევანი ქვეყნის დემოკრატიისკენ თუ დიქტატურისკენ. შესაბამისად ამ პოლიტიკური დებატების პროცესში ჩვენ ვიწვევთ უმრავლესობას და მივმართავ მარტივი კითხვით- მხარს უჭერენ თუ არა რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებული იქნას ის პუნქტი, რომლის ძალითაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ერთპიროვნულად დაითხოვოს დღევანდელი მთავრობა და დანიშნოს ახალი მთავრობა. ამ საკითხზე ყველა პარლამენტის წევრს ექნება საშუალება გამოხატოს თავის პოზიცია და გასცენ ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
მისივე განმარტებით, საპარლამენტო უმცირესობას  არ გააჩნია რეალური საბაბი და არგუმენტი იმისა თუ რატომ უნდა იყოს ასეთი პუნქტი კონსტიტუციაში.


"ამიტომ მივიღეთ  გადაწვეტილება დაცულ ტერიტორიაზე თითოეული მათგანი გამობრძანდეს და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ერთ პიროვნებას. ასეთი ძალაუფლება არ აქვს არცერთ პრეზიდენტს არცერთ ქვეყანში, რომლსაც დემოკრატიულობაზე პრეტენზია აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ყოველგვარი მცდელობა რომ გაექცნენ თემას და შემოიტანონ სხვა საკითხები, იქნება აღკვეთილი. ეს არის მათი მხრიდან მცდელობა რომ თავი აარიდონ პირდაპირ დასმულ კითხვას და ჩვენ ცხადია ამ მცდელობებში არ ავყვებით. ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნება" ვამბობთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის გასასწორებელი და დასაცავი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ორი-მესამედი კვორუმით 9 წლის განმავლობაში 25-ჯერ შეცვალა კონსტიტუცია და სერიოზულად დაამახინჯა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საკანონმდებლო აქტი. ვაპირებთ ჯერ გასწორებას და შემდეგ დაცვას. ნუ ავყვებით "ნაციონალური მოძრაობის" ხრიკებს, რომ გადაიტანონ ეს საკითხი სხვა თემებზე",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

მისივე განმარტებით, ამ ცვლილებების ინიცირებით, ბიძინა ივანიშვილმა და  კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უკვე მოახდინა იმისი პრევენცია რომ სააკაშვილმა ამ უფლებით ვეღარ ისარგებლოს. 

"კონსტიტუციაში მუხლი რომ წერია ამას სჭირდება აღსრულების და ამ ნორმით სარგებლობის სათანადო გარემო და ვითარება. მიხეილ სააკაშვილს გეგმები ჩაეშალა,  როდესაც ჩვენ ამ კონკრეტული საკითხის ინიცირებით მთელ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ რა ნორმა წერია კონსტიტუციაში და გავშიფრეთ თუ რატომ ლაპარაკობს ის ამდენ სიცრუეს. ასეთ ვითარებაში ის უკვე ვერ შეძლებს ამ იარაღით სარგებლობას. ჩვენ მას არ მივცემთ პოლიტიკურ საშუალებას, რომ ეს გამოიყენოს",- დასძინა დავით უსუფაშვილმა. 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები