Feb 27, 2013

,,ქართულ-ოსური მისია'' მადლობას უხდის სახალხო დამცველს

         26 თებერვალის შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დამცველის ოფისში შედგა   ,,ქართულ-ოსური მისიის'' დამფუძნებლებლებსა და  სახალხო დამცველ -  უჩა ნანუაშვილს შორის  უამრავი  სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხების განიხილვა მოხდა. კერძოდ ის , რომ საქართველოში უკვე მესამე ათეული წელი დაიწყო, რაც    ქართულ-ოსური  და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები მიმდინარეობს.
მიუხედავად რამოდენიმე ხელისუფლების შეცვლისა, ამ ოცდასამი წლის განმავლობაში აღნიშნულ კონფლიქტებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა ხალხის სასიკეთოდ, პირიქით 2008 წლის აგვისტოს ომმა თავისი მრისხანე და გაუგონარი შედეგებით
 ( ქართლში დაკარგული ათობით  სოფლით , დაღუპული ჯარისკაცებითა  და მშვიდობიანი მოსახლეობით,  ათასობით დევნილი ოჯახებით) ის იმედის სხივიც კი ჩაუქრო დევნილებს, რომელნიც თითქმის ორი ათეული წელი ელოდნენ   საკუთარ მამულში დაბრუნებას.
        სწორედ რომ ამ  და სხვა გარემოებების გამო ჩამოყალიბდა სახალხო დიპლომატიური  ორგანიზაცია „ქართულ-ოსური მისია“ ბატონ  რეზო ამაშუკელის ხელმძღვანელობით  და ითავა ის მძიმე ტვირთი რომელიც, ძველი და მისი წინამორბედი ხელისუფლების მიერ ოდნავ შემსუბუქებულიც კი არ იყო. თუმცა ძველი ხელისუფალნი ილუზიებში გვახვევდნენ ადრეც და დღესაც  და იკვეხნიდნენ წაგებული ომის მოგებას!
        სწორედ ამის გამო ვეწვიეთ სახალხო დამცველს და ვთხოვეთ  ის პირველი საკითხების მოგვარება, რითიც შეიძლება ადამიანის გულის მოგება, ურთიერთობების დარეგულირება ძმებს შორის და წლების ნანატრი ოცნებად ქცეული  შერიგება.   პირველი, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ასევე პატიმრების მონახულება  ქართულ ციხეებში,  ქართულ-ოსური მისიის წევრების მიერ და მათი გაცვლის  საკითხის შესწავლა, ცინვალის ციხხეებში მყოფ  ქართველ პატიმრებზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი  საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის.
მეორე, საქართველოდან პოლიტდევნილების საკითხი.
„ქართულ-ოსური მისია“ სრულად იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით. რომ პარლამენტმა გაბედული ნაბიჯი გადადგ, მაგრამ პრობლემა სრულად უნდა მოიხსნას.
ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ბიზნესთან დაკავშირებული რამოდენიმე პიროვნება განსაკუთრებულ დევნას და შევიწროებას განიცდის, ისინი იძულებული გახადეს დაეტოვებინათ საქართველო. ესენია: კონსტანტინე სალია - აფხაზი და  გოჩა ძასოხოვი - ოსი.
და ბოლოს  საკითხი  ასევე შეეხო მოსახლეობის გადაადგილების პროცეს ცხინვალისა და სოხუმის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ინციდენტებისას სახალხო დამცველის დაუყოვნებლივ ჩართვას და საქმეზე რეაგირებას.
 ,,ქართულ-ოსური მისიის დელეგაცია კმაყოფილი დარჩა  ბატონ უჩა ნანუაშვილთან  შეხვედრით , რომელმაც აღგვითქვა დახმარება კანონის შესაბამისად და აღგვითქვა მხარში დგომა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების სადარაჯოზე, რისთვისაც ვუხდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას.
 სახალხო დამცველი ,რომელიც მეორე დღესვე, 27.02.2013. ეწვია სასჯელარსრულების    № 7 დაწესებულებას და აღნიშნა , რომ მან მოინახულა ოსი ეროვნების  პატიმარი მარეკ დუდაევი , რომელსაც 23 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და უკვე 9 წელია, ციხეში იმყოფება. მას ამინისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც 4 წლიანი პატიმრობა აქვს დარჩენილი. ამასთან, როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, მარეკ დუდაევი ასაჩივრებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. იგი C ჰეპატიტის რთული ფორმით, ასევე რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული და მოითხოვს, გამოკვლელები ჩაუტარდეს.
            ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ყველა ცხინვალელი და სოხუმელი პატიმრის მონახულება და მათი გაცვლის საკითხის შესწავლა.
     კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ახალ ხელისუფლებასა და სახალხო დამცველს!

„ქართულ-ოსური მისია“
27.02.2013. 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები