Feb 19, 2013

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს




ბატონო სოზარ,

ეს პირველი წერილია, რომელიც „ქართულ-ოსური მისიის“ სახელით იგზავნება თქვენთან. გთხოვთ, მიიღოთ პატივისცემის და თანამშრომლობის დასტურად. ასეთია მისიის განწყობა, რომლის შემადგენლობაში საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები არიან, მათ შორის სოხუმიდან და ცხინვალიდან.
 გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.  სამწუხაროდ დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს  გასაიდუმლოებულია.


ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი  საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის.

დარწმუნებულნი ვართ თქვენს თანადგომაში. მზად ვართ, ამ საკითხებზე საუბრისათვის  გეწვიოთ ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს.


პატივისცემით,
„ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე,
რეზო ამაშუკელი


საკონტაქტო პირი: ნონა ხუბულოვი
ტელ: 592 3039076
           571 678454

მისამართი: 0178, თბილისი, ღამბაშიძის. №4;
ტელ: 2-443 446; 592 3039076 22
ელ-ფოსტა: qartulosurimisia@gmail.com
„ქართულ-ოსური მისიის“ საიტი: www.megobrobismisia2012.blogspot.com
ფეისბუკის გვერდი: Qartul-Osuri misia

19.02.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები