Feb 13, 2013

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კომენტარი

E-mail Print
1-norkand-politika3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ხელისუფლების ორ მხარეს შორის დაგეგმილი დიალოგის შესახებ კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. როგორც მან აღნიშნა, 8 თებერვლის ფაქტი კარგი გაკვეთილი იყო ყველასთვის: ვფიქრობ, პარასკევს მომხდარი ძალადობიდან ყველამ კარგი გაკვეთილი მიიღო. არავის სურს, წარსულის მსგავსად საქართველოს პოლიტიკა სახიფათო მიმართულებით წავიდეს. ორივე მხრიდან კონსტრუქციული განცხადებები გაკეთდა“. ელჩის განცხადებით, შეინიშნება მცდელობა წარმატებული თანაცხოვრებისათვის. არის მცდელობა, გამოინახოს გზები წარმატებული კოაბიტაციისთვის. ეს საქართველოს ინტერესებში შედის. ასევე, მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ იპოვოს გზა, რომ საქართველომ პოზიტიური მიმართულებით სვლა განაგრძოს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები