Feb 3, 2013

ბიძინა ივანიშვილი: „არაფრის საფასურად არ ვიტყვით ჩვენი ტერიტორიების მთლიანობაზე უარს“



პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა,რ ომ მიუხედევად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების სურვილისა საქართველო არაფრის საფასურად უარს არ იტყვის საკუთარი ტერიტორიების მთლიანობაზე.
ივანიშვილის განცხადებით, ამერიკის შერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია და იგი ამ პოზიციაზე დარჩება.
„აშშ ყოველთვის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამერიკამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავუფასოთ მათ ეს და მადლიერებით მოვეკიდოთ იმას რასაც აკეთებდნენ და აგრძელებენ საქართველოს დასახმარებლად. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. არაფრის საფასურად არ ვიტყვით ჩვენი ტერიტორიების მთლიანობაზე უარს",-განაცახადა ივანიშვილლმა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია და ის კვლავ არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ არ ვაღიარებთ არცერთი ქვეყნის გავლენის სფეროებს. ჩვენი შეხედულება უცვლელი რჩება იმის თაობზე, რომ სუვერენიტეტულ სახელმწიფოებს აქვს თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისა და თავიანთი ალიანსების შერჩევის უფლება. ასევე ვიცით, რომ დაუმთავრებელია ევროპის ერთობლივი პროექტი, საქართველოსა და ბალკანეთის სახელმწიფოებს არ შეუსრულებიათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მისწრაფების გეგმები. ინტეგრაციის გზების განსაზღვრა თავად ასპირანტებზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ასევე ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ მათ დავეხმაროთ ევროპასა ადა ტრანსატლანტიკურ ალიანსში დამსახურებული ადგილის მოსაპივებლად",-განაცხადა ბაიდენმა.

02 თებერვალი 18:48 , 2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები