Feb 28, 2013

1 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება "ქართულ-ოსური მისიის" ბრიფინგი




ხვალ, 1 მარტს, 14:00 საათზე, „ქართულ-ოსური მისიის“ ახალ ოფისში (ჩუბინიშვილის ქ. 54) გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მისიის პროგრამული განაცხადი :

„ქართულ-ოსური ურთიერთობების გაზაფხული“

მოსაზრებებს წარმოადგენენ ცნობილი მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები. 
 მისიის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, პოეტი რეზო ამაშუკელი  დიდი პატივისცემით იწვევს გაზაფხულის პირველ დღეს პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს. მას გადაწყვეტილი აქვს ჟურნალისტებს გადასცეს ის  მიმართვა, რომელიც მან სრულიად ოსთა შეკრებას გაუგზავნა.

ჟურნალისტებს  წარედგინება „ქართულ-ოსური მისიის“ წერილი პარლამენტისადმი.


„ქართულ ოსური მისიის“ პრეს-ცენტრი
28.02.2013წ


No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები