Jan 27, 2013

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს დელეგაციისთვის ვიზების გაცემის მითითება გასცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს დელეგაციისთვის ვიზების გაცემა დაავალა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა   გენადი ონიშენკოს თხოვნა საქართველოს დელეგაციის სავიზო მხარდაჭერის შესახებ, რომელიც როსპოტრებნადზორში მოლაპარაკებებისთვის მოემართება. თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას მიეცა მითითება, გასცეს დელეგაციაზე ვიზები", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოდან მოსკოვში როსპოტრებნადზორთან მოლაპარაკებების მიზნით 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება. მოსკოვში შეხვედრები 4 თებერვლისთვის არის დაგეგმილი. დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.


12:00 / 27-01-2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები