
„ოკუპაციის კანონი რჩება, რჩება სახელწოდებაც, მაგრამ არიან მოქალაქეები, ვისაც არაფერი აქვს საერთო ოკუპაციასთან და ზარალდებიან ამის გამო. კანონი უნდა იყოს მკაფიოდ მიმართული ოკუპანტების წინააღმდეგ და არა იმ ხალხის მიმართ, ვისაც არაფერი აკავშირებს ოკუპაციასთან. ეს არის ძირითადად სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილდებიან და შემდეგ აღმოჩნდებიან ქართულ ციხეებში. მიმაჩნია, რომ ეს არის ზედმეტად მკაცრი ნორმა. ჩვენ არ უარვყოფთ სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ პირველ ეტაპზე კანონი უნდა იყოს შედარებით ლიბერალური, ვადასტურებ ამას, და უნდა იყოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თუ გაიმეორებს, უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - განმარტა მინისტრმა.
No comments:
Post a Comment