საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი.
„როსპოტრებნადზორმა“ ღვინის ქართველი მწარმოებლების ინსპექციის შედეგების
მიხედვით ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ 36 კომპანიას ნება დართო,
საკუთარი პროდუქციის ნიმუშები რეგისტრაციისთვის რუსეთში წარადგინოს.
„როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა საქართველოში 37 მეღვინე და 4 მინერალური წყლების მწარმოებელი შეამოწმეს, რომელთაგან ერთ ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ საწარმოს უარი ეთქვა ნებართვაზე. იმ კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდებას შეძლებენ, ონიშჩენკოს არ გაუსაჯაროებია.


No comments:
Post a Comment