საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი.
საქართველოდან ახალგაზრდა სპეციალისტთა ჯგუფის მოსკოვში გამგზავრებისადმი
მიძღვნილი პროექტის – „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და
თანაშრომლობისთვის“ – ორგანიზატორთა ბრიფინგი გუშინ, 21 თებერვალს,
„რია-ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართა.ვიზიტი ორგანიზებულია კულტურული კავშირების ცენტრი „კავკასიის სახლისა“ და „ალექსანდრე მიხაილის ძე გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის“ მიერ. მის მიზანს წარმოადგენს ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თაობაზე გათვითცნობიერების დონის ამაღლება და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა.
ახალგაზრდა სპეციალისტების მგზავრობა 2013 წლის 24 თებერვლიდან 2 მარტამდე გასტანს. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი პოლიტოლოგები, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები, კონფლიქტოლოგები და სხვა სპეციალისტები.
მგზავრობისას დაგეგმილია შეხვედრები რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინთან, ვიზიტები მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტსა და „რია-ნოვოსტის“ საერთაშორისო ინფორმაციების რუსეთის სააგენტოში. დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.
ბრიფინგის მონაწილენი ჟურნალისტებს ვიზიტის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე მოუთხრობენ.
ბრიფინგის მონაწილენი, „კავკასიის სახლის“ წარმომადგენლები:
– გიორგი შაიშმელაშვილი;
– ირაკლი ჩიხლაძე;
– ტატო ხუნდაძე.
No comments:
Post a Comment