Jan 19, 2013

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ხვალ აქცია გაიმართება




IMG_5763პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაერთიანება “ერთსულოვნების” ორგანიზებით ხვალ “ღირსების შეკრება” გაიმართება.
როგორც დღეს რუსთაველის ძეგლთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ხვალ ავლაბარში ისინი საჯაროდ გამოაცხადებენ სააკაშვილის პრეზიდენტობის საკონსტიტუციო ვადის დასრულებას.
მათივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის დარჩენა მოიტანს არეულობას და ვინც ამას ეთანხმება, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით, არჩევიდან მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა ეწურება 21 იანვრიდან და ამ დღიდან ის ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის.
აქცია ავლაბარში პრეზიდენტის სასახლესთან ხვალ, 13.00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები შეკრებილ მოქალაქეებს განცხადებებით მიმართავენ. როგორც “ერთსულოვნების” ხელმძღვანელები აცხადებენ, მათ მერიისგან აქციების გამართვის 10-დღიანი ნებართვა აქვთ აღებული.
“ერთსულოვნებამ” 5 იანვარს მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენა და 20 იანვრამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ამ მოთხოვნით გაერთიანება ხელმოწერებსაც აგროვებს.
17.01.2013.

    No comments:

    Post a Comment

    შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






    2010 წლის მეგობრობის შეხვედრები