Jan 23, 2013

ილია II: „რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო და საქართველოს სჭირდება ერთიანი რუსეთი!“



E-mailPrint
1patriarqi-sazo1-reli1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთში იმყოფება. მოსკოვში მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა, მან განაცხადა: მრავალი საუკუნეების მანძილზე საქართველომუზარმაზარი გამოცდები გადაიტანათუმცა, სირთულეებს ყოველთვის უმკლავდებოდა... ეს პრემია ქართული ეკლესიის და ქართველი ხალხის დამსახურებაარომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავადღმერთის ღრმა სიყვარულიგამოავლინააღადგინა და ააშენა ათაობით ეკლესიამონასტერი და მასთან ერთად სულიერება აღადგინა.

კათოლიკოს-პატრიარქი თვლის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული სახელმწიფოთაშორის დაძაბული ურთიერთობა განპირობებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხით. „მე არაერთხელ განმიცხადებია რუსეთის სახელმწიფო პირთათვის, რომ რუსეთს სჭირდება ერთიანი საქართველო და საქართველოს სჭირდება ერთიანი, ძლიერი რუსეთი! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ამიტომ ეს საკითხი, ადრე თუ გვიან, უნდა გადაწყდეს. ღმერთის დახმარებითბრძენი და მამაციადამიანების დახმარებითროგორც საქართველოშიასევე, რუსეთში და, ბუნებრივიააფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშისაქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებარაც უფრო მალე მოხდება ესმით უკეთესი იქნება ყველასთვის“.
დღეს ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი ერთად კრემლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში  წირვას აღავლენენ. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი ხვალ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
უწმინდესი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები