12:17 06-01-2013
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს რუსული პასპორტი გადასცა. როგორც რუსულ მედიას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, პრეზიდენტისა და მსახიობის შეხვედრა სოჭში გაიმართა. "შედგა მცირეხნიანი შეხვედრა. მსახიობი რუსეთში კერძო ვიზიტით იმყოფება და მას რუსეთის პასპორტი გადაეცა", - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, პუტინმა და დეპარდიემ ერთად ისადილეს, სადაც ისაუბრეს გრიგოლ რასპუტინის შესახებ გადაღებულ ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს სწორედ დეპარდიე ასრულებს.
ვლადიმერ პუტინმა ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობა სამი დღის წინ მიანიჭა. ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საცხოვრებლის და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა.
No comments:
Post a Comment