Jan 24, 2013

პატრიარქმა ილია მეორემ პუტინს საქართველოს პრემიერისგან მოკითხვა გადასცა



E-mailPrint
1-polit-rel-1საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან მოკითხვა გადასცა. როგორც სააგენტო “რია ნოვოსტი“ იუწყება, პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრა გუშინ, 23 იანვარს, ნოვო-ოგარიოვოში გაიმართა.
მინდა გადმოგცეთ მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერმინისტრისგანის ყველაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლადვფიქრობრომ პრობლემებირომლებიც ჩვენ შორის არსებობსაღმოიფხვრება და ჩვენ უწინდებურად ძმურადვიცხოვრებთ, - ბრძანა ილია მეორემ.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა პატრიარქს  მიულოცა 80 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 35 წლისთავი, აგრეთვე მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის ფონდის პრემიის მინიჭება.
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იმისთვისრომ თქვენ დღევანდელ რთულ პირობებშივგულისხმობ საქართველო-რუსეთს შორის არსებულ რთულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობასაკეთებთ ყველაფერსრაც შესაძლებელია,ჩვენს მოძმე ხალხებს შორის ჰუმანიტარულისულიერი და კულტურული კონტაქტების მხარდასაჭერად, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეხვედრაში მონაწილეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე.
1-polit-rel-1-qvem

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები