Jan 18, 2013

ბიძინა ივანიშვილი - თუ ალასანიას მართლა სურს პრეზიდენტობა, მას ამის უფლება აქვს



ბიძინა ივანიშვილი - თუ ალასანიას მართლა სურს პრეზიდენტობა, მას ამის უფლება აქვს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე: მართალია თუ არა, რომ ირაკლი ალასანიას პრეზიდენტობა სურს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ამ ეტაპზე არ განიხილება.

"ის რომ ალასანიას პრეზიდენტობა უნდა მას ეს ჩემთვის პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა ხმები მომივიდა რომ ეს ასეა. კოალიციას ეს საკითხი ჯერჯერობით ოფიციალურად არ განუხილავს. თუ ალასანიას მართლა სურს პრეზიდენტობა, მას ამის უფლება აქვს. 
მე ვთვლი რომ ორ-სამ თვეში კოალიაცია განიხილავს ამ საკითხს და დაასახელებს კანდიდატს. ეს იქნება კოალიციის მიერ არჩეული კანდიდატი, რადგან კოალიციის ყველა წევრს აქვს უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს. თუმცა, ეს ჯერჯერობით დროის საკითხია და ჩვენ ჯერ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ ვართ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები