მიხეილ სააკაშვილისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გაშლილ ხუთ კარავში, აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი რეზიდენციასთან იმ დრომდე დარჩებიან, სანამ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება არ შეუჩერდება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება 20 იანვარს დაუმთავრდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისთვის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელება.
აქციაზე მოქალაქეები დილიდანვე მიდიან და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნაზე ხელმოწერებს ტოვებენ.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანება “ერთსულოვნებას” ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერები გროვდება, რათა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა დატოვოს.
21.01.2013.
No comments:
Post a Comment