2003 წელს ქვეყნის სათავეში დამკვიდრებულმა პოლიტიკურმა გუნდმა, მოგვიანებით [2006 წ. 27 დეკემბერსა და 2008 წლის 11 მარტს]განხორციელებული – [ანტიკონსტიტუციური] საკონსტიტუციო ცვლილებებით, საკონსტიტუციო ნორმათა ურთიერთწინააღმდეგობის რეალური საფუძველი შექმნა. კერძოდ:- ერთის მხრივ, 1995 წ. 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია, მკაცრად განსაზღვრავს, რომ – „…საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“ [მუხლი 70,1]. შესაბამისად მ. სააკაშვილს – საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიანი ვადა, 2008 წ. 5-20 იანვრიდან ათვლით, 2013 წ. 5-20 იანვარს ეწურება;
- მეორეს მხრივ, 2006 წ. 27 დეკემბერს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში დაფიქსირდა, რომ – „პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში…“ [მუხლი 70,9].რომლის ძალითაც, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დრო კიდევ 9 თვით უხანგრძლივდება.
ვითვალისწინებთ რა დღეს შექმილ რეალობას, გთავაზობთ კონკრეტულ მექანიზმს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების გარეშე მოვახერხოთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა.
როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო სამართალი ეფუძნება ხელისუფლების არჩევითი რგოლების [პრეზიდენტი, პარლამენტი და სხვა] უფლებამოსილების უწყვეტობის ფუძემდებლურ პრინციპს.
დღეს მომქმედი კონსტიტუციის ნორმები შესაძლებლობას იძლევა – „პრეზიდენტის უფლებამოსილების უწყვეტობის“ – პრინციპის გათვალისწინებით გადაიჭრას ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა. და აი, როგორ:
ა) კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით – „…საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“, ანუ მისი უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, მკაცრადაა შემოზღუდული – 5 წლით;
ბ) იქვე, კონსტიტუცია მართალია აკანონებს სახელისუფლებო შტოების უწყვეტობას:
- „პარლამენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე“ [მუხლი 50,4]; ანდა
- „…პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [მუხლი 71,2]; მაგრამ
გ) კონსტიტუციაში იქვე გათვალისწინებულია ორი ისეთი შემთხვევის ალბათობაც, როდესაც პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება, მიზეზთა გამო, შეუძლებელი ხდება. კერძოდ, კონსტიტუციის 76-ე მუხლში ვკითხულობთ:
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე...“ [მუხლი 76,1].

მოდით განვიხილოთ ორივე ეს შემთხვევა::
1. ერთის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში [თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგომა; იმპიჩმენტის გამოცხადება და სხვა, რაც ჩვენს რეალობაში - 2013 წ. 20 იანვრამდე მოსალოდნელ შემთხვევებს გულისხმობს], კონსტიტუციის თანახმად:
„პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დროიდან 45 დღის განმავლობაში და მის ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი“ [მუხლი 76,3]; და

2. მეორეს მხრივ, კონსტიტუცია წინასწარ განსაზღვრავს, ანუ უშვებს, რომ შეიძლება შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს, მიზეზთა გამო, აღარ ეძლევა [აღარ აქვს] თავისი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა.
ამასთანავე, კონსტიტუცია არსად არ ითვალისწინებს [არ განსაზღვრავს, არ ჩამოთვლის...], თუ რა იგულისხმება – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობაში“, რამეთუ, ვფიქრობთ რომ, ამის აუცილებლობა არც დგას. და აი, რატომ
როგორც ითქვა, კონსტიტუციის თანახმად – „…საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“,
ამ 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტზე მყოფ პირს [განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვების გარეშე], უკვე აღარ აქვს უფლება ეკავოს ეს თანამდებობა, ანუ ამ ვადის ამოწურვის დღიდან საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნა უკანონო იქნება, და წინააღმდეგობაში მოვა – არა მარტო ამ: 70,1 მუხლთან, არამედ 5,3 მუხლთანაც,რომელიც გამოკვეთილად ამბობს – „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“.

ამ მცირე განმარტების შემდეგ, თუ დავუბრუნდებით 76,1 მუხლის პირველ წინადადებას, ნათელი გახდება, რომ მასში განსაზღვრული - „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის…“ შემთხვევა:
- ითვალისწინებს არა მარტო იმას, რომ ამ თანამდებობაზე მყოფი პირი, ვთქვათ – გარდაიცვალა; ან – მძიმედ არის ავად; ანდა, მიზეზთა გამო, ქვეყნის ფარგლებს გარეთაა გადახვეწილი; არამედ
- მუხლი 5,3-ის პრინციპიდან გამომდინარე [„არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“], განსახილველი მუხლი 76,1-ის მითითებული მოთხოვნა, წინასწარვე უშვებს [განსაზღვრავს] იმის ალბათობასაც, რომ ამ პირს – ამ თანამდებობაზე ყოფნის კანონიერი საფუძველი აღარ აქვს.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ვიცით:
- მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ხუთწლიანი ვადა 2013 წ. 20 იანვარს ეწურება; და, შესაბამისად, ამ დღიდან მოყოლებული, მას აღარ აქვს დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენის – კანონიერი [კონსტიტუციით განსაზღვრული] უფლება [იხ. მუხლი 5,3 და მუხლი 70,1].
ამდენად, კონსტიტუციით განსაზღვრული – თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების უწყვეტობა, მკაცრადაა შემოფარგლული 5 წლიანი ვადით [მუხლი 70,1], და არ არის დამოკიდებული – ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღების დროზე [იხ. მუხლი 71,2], ვინაიდან, კონსტიტუციის, განსახილველი 76,1 მუხლი, სწორედაც რომ, მხოლოდ, სავარაუდო – საგანგებო მდგომარეობის დასარეგულირებელ მექანიზმს წარმოადგენს.

როგორც ვნახეთ კონსტიტუციის – მუხლი 76,1 ორ შემთხვევას ითვალისწინებს:
- აშკარაა, რომ 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, მ. სააკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა – 2013 წ. 20 იანვარს ამოეწურება. შესაბამისად, ამ დროიდან ათვლით მისი პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოცილება, ვერ იქნება – „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევა“;
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2013 წლის 20 იანვრიდან, ანუ მ. სააკაშვი-ლისათვის 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაში შედის მუხლი 76,1-ის პირველი მოთხოვნა, ანუ სახეზე იქნება: კანონიერად – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის“ მდგომარეობა.
მაშასადამე, 2013 წლის 20 იანვრამდე, მ. სააკაშვილს, კონსტიტუციის ნორმათა [მუხლი 70,1]სრული დაცვით ექნება საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაკავებული; და მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმის [მუხლი 5,3 და მუხლი 70,1] დარღვევა, მხოლოდ – 2013 წ. 20 იანვრის შემდგომად, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენის შემთხვევაში დაფიქსირდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა, პრობლემის კონსტიტუციურ [მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] მოთხოვნათა სრული დაცვით გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ინიცირება მის მიერ მისაღები სპეციალური გადაწყვეტილებისა:
- „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.
აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:
- „მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით“.
აღნიშნული გადაწყვეტილების პროექტი, სავარაუდოდ ასეთი სახის უნდა იყოს:
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს
საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის
ამოწურვასთან დაკავშირებით“
„მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს
საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის
ამოწურვასთან დაკავშირებით“
1. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით – „საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით…“;
2. ვითვალისწინებთ რა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 5,3-ის თანახმად – „არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“;
3. ვითვალისწინებთ რა, რომ 2008 წ. 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებულ შედეგებზე დაყრდნობით, კონსტიტუციის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მ. სააკაშვილი მიერ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღებიდან – 2008 წ. 20 იანვრიდან ათვლით, კონსტიტუციის მუხლი 70,1-ით გათვალისწინებული 5 წლიანი ვადა – 2013 წლის 20 იანვარს იწურება;და
4. ვითვალისწინებთ რა, რომ კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის თანახმად – 2013 წ. 20 იანვრიდან ათვლით, საქმე გვექნება მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის…“ შემთხვევასთან,
ვადგენთ:
1. კონსტიტუციის მუხლი 70,1-ის გათვალისწინებით, მ. სააკაშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის 5 წლიანი ვადა ამოწურულად ჩაითვალოს – 2013 წ. 20 იანვარს;
2. კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის გათვალისწინებით, ვინაიდან 2013 წლის 20 იანვრიდან, ადგილი ექნება, მ. სააკაშვილის მხრიდან, კანონიერად – „საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის…“ შემთხვევას, კონსტიტუციის მუხლი 76,1-ის შესაბამისად – საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს;
3. კონსტიტუციის მუხლი 70,9-ის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს.
როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის მუხლი 67,1-3 შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დაფიქსირების შემდეგ, მისაღებ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს – „კანონის“, „ორგანული კანონის“ ან „კონსტიტუციური შეთანხმების“ სახე [იხ. მუხლი 66].
კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, ამდაგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემდეგი მოთხოვნის დაცვაა საჭირო:
„1. პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა [რაც - მინიმუმ 50 სადეპუტატო ხმის ტოლია], თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.
1.1 კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი [რაც - ზოგადად - 90, ხოლო დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით - 89 სადეპუტატო ხმის ტოლია].
2. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი… [რაც - მინიმუმ 76 სადეპუტატო ხმის ტოლია]“[მუხლი 66,1-2].
ჩვენის აზრით, სასურველია თუკი აღნიშნული დადგენილება – „კონსტიტუციური შეთანხმების” სახით, ანუ – 90 [89] სადეპუტატო ხმით იქნება მიღებული, რამეთუ კონსტიტუციის მუხლი 68,4-ის თანახმად პრეზიდენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის [ე.წ. ვეტოს დადების შემთხვევა]საბოლოო მისაღებად, სწორედ – 90 [89] სადეპუტატო ხმაა საჭირო.
დადგენილების საბოლოო მიღებიდან, კონსტიტუციით განსაზღვრული 7 დღის თავზე – „თუ პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე“ [მუხლი 68,5], საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ, გადაწყვეტილება ძალაში შესულად ჩაითვლება.
ყოველივე ზემოთქმულის განხორციელების შემთხვევაში, შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლა, საქართველოს კონსტიტუციის ყველა მოთხოვნის [კერძოდ: მუხლი 5,3; მუხლი 70,1 და 9; მუხლი 71; მუხლი 76,1] დაცვით იქნება შესაძლებელი:
- 2013 წ. 20 იანვრიდან მ. სააკაშვილი დაამთავრებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 5 წლიან ვადას, ხოლო
- 2013 წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღისათვის დანიშნულ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, დროებით [მუხლი 76.1] – საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე შეასრულებს.
დასასრულს, იმედს ვიტოვებთ, რომ გაითვალისწინებთ – მ. სააკაშვილისთვის საკონსტიტუციო ვადებში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით,ასეულ ათასობით საქართველოს მოქალაქის მიერ ხელმოწერებით გამოხატულ ნებას, და თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებთ პარლამენტის მიერ ხალხის ამ კონსტიტუციური [მუხლი 5,1] ნების დაკანონებისათვის, რითაც ხელს შეუწყობთ ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების დამყარებას.
ამ მიზნით მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.
ამ მიზნით
მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.
ღრმა პატივისცემით
კოალიცია ,,ერთსულოვნება“
რეზო ჩხეიძე, რეზო ამაშუკელი, მიხეილ ანდღულაძე,
თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო
ძოძუაშვილი, თამაზ ჭეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ
ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი,
ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ
ბაბუხადია, ლექსო კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, გოჩა არონიშიძე, რომან
რურუა, ლაშა კალანდაძე, გელა სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, მარინა კაჟაშვილი, ნანა შარაშიძე,
შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი.
თბილისი, 17 იანვარი 2013 წელი
No comments:
Post a Comment