Jan 4, 2013

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან აქცია იმართება


 

temmmmპრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნების” მიერ ტარდება და მასში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იღებენ მონაწილეობენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოძრაობა ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, აქციაზე წაიკითხავენ ულტიმატუმის ტექსტს, რომელიც შემდეგ პრეზიდენტის კანცელარიაში ჩაბარდება.
შაშიაშვილის განცხადებით, 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ეწურება და ის უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება.

    No comments:

    Post a Comment

    შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






    2010 წლის მეგობრობის შეხვედრები