26.იან 2013 14:04
არამგონია დღეს ვინმემ თანხმობა მისცეს იანვრიდან-ოქტომბრამდე უკანონოდ, გაუგრძელდეს სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება, -ასეთ შეფასებას აძლევს კონსტიტუციონალისტი პაატა ცნობილაძე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
როგორც პაატა ცნობილაძემ „ჯეონიუსს“ განუმარტა, ხელმოწერები, როგორც გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, კონსტიტუციაში არ არის განსაზღვრული, თუმცა ხელმოწერები არის ქვეყანაში არსებული განწყობის მაჩვენებელი.
"ხელმოწერით მოქალაქეები აფიქსირებენ ნებას, რომ მანიფესტაციის თუ რეფერენდუმის გამართვის შემთხვევაში, ხალხი გამოვა, გამოიყენებს კონსტიტუცით მინიჭებულ უფლებას. როცა ირღვევა კონსტიტუცია, ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს მოითხოვოს ადერესატისგან ამ უფლების აღდგენა“, - განმარტავს პაატა ცნობილაძე.
მისივე თქმით, პროცესების ლეგიტიმურად წარმართვაში, გადამწყვეტი როლი საქართველოს პარლამენტს ენიჭება,- „პარლამენტმა უნდა გადადგას ძალიან მარტივი ნაბიჯი - მიიღოს დადგენილება ვადაგასული პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე“.
კონსტიტუციონალისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და 45 დღის ვადაში, რაც კონსტიტიციით არის განსაზღვრული, ჩაინიშნოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
No comments:
Post a Comment