Jan 8, 2013

თემურ შაშიაშვილი: ყველა ადამიანის უდიდესი პასუხისმგებლობაა დავიცვათ 1 ოქტომბრის მონაპოვარი

iveroniqყველა ადამიანის უდიდესი პასუხისმგებლობაა დავიცვათ 1 ოქტომბრის მონაპოვარი, ეს არჩევნები რომელიმე პარტიის გამარჯვება არ არის. ეს არის ქვეყანაში დიქტატურის დამთავრება
„ერთსულოვნებამ“ 50-მდე ორგანიზაცია გააერთიანა ერთი ლოკალური პროგრამით   – პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

„არჩევნების მეორე დღიდანვე პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის, რაც თავისთავად, არის უნიკალური მოვლენა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი აცხადებს, რომ არის ოპოზიციაში, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჩაუდგა ოპოზიციაში და ამავე დროს ის არის  მთავარსარდალი. ასეთ შემთხვევაში , ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი მოდუნდა. ვიღაცას გონია, რომ 1 ოქტომბერს ყველაფერი დამთავრდა, არადა, ამ დღეს დიდი პროცესი დაიწყო, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ამ პროცესის პირველი ეტაპია, რომ ჩამოსცილდეს ჩასაფრებული ძალები იმ პროგრამას, რომელსაც მომავლის პროგრამა ჰქვია და რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნებში მხარი დაუჭირა. ვის მოსწონს „ქართული ოცნება“ და მასში შემავალი ძალები, ეს ერთია, მაგრამ პროგრამა, რომელიც დაწერეს ქართველმა მეცნიერებმა, უცხოელმა ექსპერტებმა და რომელიც გამოვიდა, როგორც ივანიშვილის პროგრამა, არის უნიკალური. ეს არის საქართველოს მომავლის პროგრამა. ამიტომ დღეს საუბარია მომავლის პროგრამის გადარჩენაზე“

სრულად: ინტერვიუ ახალ თაობას 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები