Dec 20, 2012

პრემიერ-მინისტრის განცხადება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით


E-mailPrint
1-biZZina-politika1



საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პრემიერი განცხადებას ავრცელებს გუშინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიასვის მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს იგი.
ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირებასამწუხაროდწინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით.
მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობასთავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგანარ ყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: პრეზიდენტის ვიზიტის დასასრულს ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. შენობიდან გამოსულ უმცირესობის წევრ დეპუტატებს აქციის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები