Dec 12, 2012

პაატა ზაქარეიშვილი - პირველი ნაბიჯი აჩვენებს, დაიწყება თუ არა პროცესი საქართველოსა და რუსეთს შორის

13:21 / 11-12-2012
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის წარმომადგენლის შეხვედრის კონკრეტულ შედეგებზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველი შეხვედრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კარგია, რომ დიალოგი დაიწყება საქართველოსა და რუსეთს შორის.

"ინიციატივები ორივე მხრიდან არსებობს და საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა. სწორედ პირველი ნაბიჯი აჩვენებს, დაიწყება თუ არა პროცესი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის წარმომადგენლის არაფორმალური შეხვედრა მიმდინარე კვირის განმავლობაში შედგება. 

"ინტერპრესნიუსი"

 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები