12 დეკემბერს „ქართულ ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე და მისიის წევრი, თეთრების ლიდერი - თემურ შაშიაშვილი საპატრიარქოში შეხვდნენ საქართველოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.
„ქართულ-ოსური მისიის“ წარმომადგენლებმა ილია მეორეს გადასცეს წერილი და თხოვნა შეხვედრის თაობაზე.
პატრიარქი სიხარულით შეხვდა ქართულ-ოსური მისიის დაფუძნებას, მან ისაუბრა ქართველთა და ოსთა მეგობრობაზე და გამოხატა სურვილი მიიღოს მონაწილეობა შეხვედრაში რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება
„ქართულ-ოსური მისიის“ პრეს-ცენტრი
2012 წლის 14 დეკემბერი
No comments:
Post a Comment