16:44 / 28-12-2012
დევნილებისთვის განკუთვნილი პროდუქტები საწყობებში დაობდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტმენტმა 2008
წლის ომის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი პროდუქტებით და
საყოფაცხოვრებო ნივთებით სავსე 5 არალეგალური საწყობი აღმოაჩინა.
საწყობში აღმოჩენილია დიდი ოდენობით ტელევიზორები, თეთრეული, ჭურჭელი, სახელმძღვანელოები, საკვები პროდუქტები და სხვა ნივთები. სამინისტროს ინფორმაციით, სურსათი უკვე გამოუსადეგარია. ზარალი კი 3,5 მლნ ლარს აღწევს.
2008-2009 წლებში, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15, 5 მილიონი ლარი გამოიყო.
სრული ვერსია
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

No comments:
Post a Comment