Dec 14, 2012

დაიწყო საქმის წარმოება გოჩა ძასოხოვის მიმართვაში ჩამოყალიბებულ ფაქტებთან დაკავშირებით.



 10 დეკემბერს, „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარის, ბატონ რეზო ამაშუკელის სახელზე საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მოვიდა პასუხი ჩვენს მიერ 28 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე.
მთავარმა პროკურატურამ დაიწყო საქმის წარმოება გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (19-26 ნოემბერი) გამოქვეყნებული გოჩა ძასოხოვის მიმართვაში ჩამოყალიბებულ ფაქტებთან დაკავშირებით.
წერილს ხელს აწერს საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ბატონი თამაზ მებონია.
ბატონ გოჩა ძასოხოვის წერილში მოყვანილი ფაქტების შესწავლას აწარმოებს ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე იმედაშვილი.
„ქართულ-ოსური მისიის“ მდივანი
მარინა კაჟაშვილი

14. 12. 2012
 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები