Dec 15, 2012

გრიგორი კარასინი - საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა ურთიერთობის გასაჯანსაღებლად





საქართველოსა და რუსეთს გააჩნიათ შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ურთიერთობა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა, რომელიც ჟენევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძეს შეხვდა.


"ყველა სირთულის არსებობის შემთხვევაში, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაგროვდა, ამ ურთიერთობების გაჯანსაღების შესაძლებლობები მაინც არსებობს", - აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს - ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიამიმოსვლას, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს.

უშუალოდ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კარასინმა განაცხადა, რომ საუბარი "საქმიანად და საკმაოდ ინფორმატიულად წარიმართა". "ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხშია შესული, საჭიროა მათი გაჯანსაღება და ურთიერთქმედების კონკრეტული ფორმის მიცემა ისე, რომ არ დაზარალდეს რუსეთის პოლიტიკური პოზიცია. სწორედ ამას ეძღვნებოდა ეს პირველი შეხვედრა", - აღნიშნა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, გამონახონ დრო და ადგილი ამ დიალოგის გასაგრძელებლად. კარასინის განცხადებით, არის მცდელობა გამოინახოს გადაწყვეტილება, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში იქნება. 

"ინტერპრესნიუსი"
20:54 / 14-12-2012

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები