"ჩემი შენიშვნა ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ისაა, რომ დაუშვებლად მიმაჩნდა, ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, და ა.შ. ამნისტია რამე სახით შეხებოდა. თუმცა, ეს აზრი გაზიარებული არ იქნა. ამნისტიის ინიციატორების მთავარი მოტივე ის იყო, რომ ამ ადამიანებსაც სასჯელის მოხდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში მოუხდათ, ვიდრე მისჯილი ჰქონდათ, ამიტომ ამნისტია მათაც შეეხოთ. ჩემთვის ეს საკითხი მაინც მიუღებელად რჩება. მიმაჩნდა, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად განხილულიყო. მე არ ვფიქრობ, რომ ამნისტია მნიშვნელოვნად გაამწვავებს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას. მითუმეტეს ისეთი ადამიანები გამოდიან, ვისაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. შეწყალების შედეგად, ციხეებიდან უკვე გამოვიდა 1000-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ, როგორც ხედავთ, კრიმინოგენულ ვითარებაზე ეს მძიმედ არ ასახულა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა ჟვანია გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სახალისო იქნება, თუ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს" / "გოგა ჟვანიას აზრით "ოცნების" მხარდამჭერის შესაძლო შემცირება არ გამოიწვევს "ნაცმოძრაობის" რეიტინგის ზრდას".
"გვარამიას დაკავება რომ მედიაზე ზეწოლა იყო, ამას ის ადამიანები არიან, ვინც წლების განმავლობაში ჟურნალისტიკაზე, თავისუფალ სიტყვასა და ზოგადად საზოგადოებაზე აქტიურად ახდენდა ზეწოლას. საზოგადოებაში შიშსა და ტერრორს ნერგავდნენ, ატყუებდნენ უბრალო ადამიანებს, აპატიმრებდნენ ჟურნალისტებსა და რეპორტიორებს. ასე რომ, მათი არგუმენტები სასაცილოა. რაც შეეხება უშუალოდ გვარამიას დაკავებას, ის, რომ ადამიანი ამა თუ იმ ტელეკომპანიის დირექტორია, არ ნიშნავს იმას, რომ მას თანამდებობა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. როგორც ვხვდები, ამ ადამიანს საკმაოდ სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი. საქმე ფინანსურ მაქინაციებთან გვაქვს და მან პასუხი უნდა აგოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ჟვანია.
"წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" პაირს უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა. ამაში ჩვენი მოქალაქეების ფულია დახარჯული. რაც ახლა ხდება, სწორედ ამ მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. ბუნებრივია, დასავლურ ქვეყნებში ამ დაკავებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, მაგრამ პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მასში ჩახედვა. დასავლეთის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფად შეიცვლება და ბუნებრივია, ჩვენს საგარეო უწყებას ამ მხრივ მუშაობა მოუწევს. აქვე მინდა დავამატო, რომ მართალია, ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ქვეყანაში საპარლამენტო ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ბევრი სტრუქტურა ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელშია. მათ შორის საელჩოები და ელჩები, რომლებიც "ნაციონალების" მიერ ინიშნებოდნენ. ეს ადამიანები, რომლებიც თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად უნდა მუშაობდნენ, დღეს სამწუხაროდ ვიწრო პარტიალ ინტერესებს ემსახურებიან. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი საელჩო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას სჩადის და თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ძალიან სახალისო იქნება, თუ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს. რადგან თუ დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 60 დეპუტატი ჰყავს, მაშინ ბევრად ნაკლები ეყოლება. "ნაციონალების" მხარდაჭერა ახლა მინიმალურია. შეიძლება "ქართული ოცნების" მხარდაჭერაც შემცირდა, მაგრამ ეს არანაირად არ გამოიწვევს "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის ზრდას. შეიძლება სხვა ოპოზიციური ძალები გაძლიერდნენ, რაც მისასალმებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა "ნაციონალებისთვის" ბევრად მძიმე შედეგების მომტანი იქნება", - დასძენს რესპონდენტი.

25.12. 2012.
ინტერპრესნიუსი
No comments:
Post a Comment