Dec 21, 2012

გრძელდება შეხვედრები დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით

პარტია „თეთრები“პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებულ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს  დასავლეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას.
გუშინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გაიმართა ძალიან გულთბილი და საინტერესო  შეხვედრა ქალაქი ინტელიგენციასთან, დარბაზში იმყოფებოდნენ პროფესურისა და  შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.
შეხვედრის 300-მდე მონაწილემ ხელი მოაწერა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას.
შეხვედრები გაგრძელდება  სამეგრელოს ქალაქებში. 

დღეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდებიან მოსახლეობას მარტვილში. ხვალ ზუგდიდსა და ფოთში.

როგორც პარტია „თეთრების“ ლიდერი აღნიშნავს, მათ ჰქონდათ  უაღრესად თბილი და საინტერესო შეხვედრები და მოსახლეობის მხრიდან იგრძნობოდა დიდი გაგება და მხარდაჭერა  ამ პროცესების მიმართ.
„ქართულ-ოსური მისიის“ პრეს-ცენტრი
2012 წლის 21 დეკემბერი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები