მთავრობა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების
აღდგენაზე მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის
სპეციალურმა წარმომადგენელმა
რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ღვინისა და
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. შეხვედრა დღეს "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა.
მისი თქმით, ყველა მიმართულებას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე საორგანიზაციო სირთულეები. აბაშიძის შეფასებით, ავიამიმოსვლა მარტივი თემა არ არის და შესაბამისი უწყებები ამ საკითხზე მუშაობაში ჩართულები არიან.
აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ამ თვალსაზრისით ჩამოყალიბდებიან.
19:00 26-12-2012
ინტერპრესნიუსი
No comments:
Post a Comment