Dec 14, 2012

“ქორთიარდ მარიოტში” პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „შემობრუნება სულიერებისაკენ“ გაიმართება



სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” საკონფერენციო დარბაზში, დღეს II საერთაშორისო კონფერენცია –“შემობრუნება სულიერებისაკენ” გაიმართება. 
კონფერენცია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. 

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. 

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, წმინდა სინოდის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან. 

კონფერენცია ორდღიანია და 15 დეკემბრამდე გასტანს.

NEWSPRESS
10:40 14.12.2012

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები