
მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 30 ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის წამომადგენლებმა “ვარდების რევოლუციის მოედანზე” გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პარტია “თეთრები” ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მემოარანდუმს ხელს აწერს. როგორც პარტიის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქციები ქუთაისში დიდების მომორიალთან 19 დეკემბერს, 4 იანვარს კი, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართება.
“ეს ის ადგილია სადაც იდგა დავით აღამშენებლის ძეგლი. დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანით საქართველოში ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ამის გაგრძელება იყო მემორიალის აფეთქება, რომელსაც “ქართული ფილოსოფიური ტრაქტატი” ეწოდებოდა”, – ამბობს შაშიაშილი.
შაშიაშვილი ამბობს, რომ უფლებამოსილება პრეზიდენტს 4 დეკემბერს გასდის და სირცხვილია, რომ მან თვითნებურად გაიხანგრძლივა ვადა.
“ჩვენ მას ვეუბნებით: გავიდა 10 წელი და ამ წლების განმავლობაში საქართველოსთვის ვალების და ბოროტების მეტი არაფერი მოგიტანია, წადი დაამთავრე შენი პრეზიდენტობა”, – მიმართავს თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტს.
მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს მთავარსარდალი, რომელიც ოპოზიციაშია.
მოსახლეობას ჰგონია, რომ პირველ ოქტომბერს ყველაფერი დამთავრდა. თუმცა ასე არ დამთავრდება მანამ, სანამ იმ დიდ პროგრამას, რომლითაც მოვიდა “ქართული ოცნება” ჰყავს ჩასაფრებული, ჰყავს გაყოყოჩებული და ჰყავს გაბოროტებული. ჩასაფრებული არის პრეზიდენტი და “ნაცმოძრაობა” გაყოყოჩებული არის ვინც ივანიშვილის ამალაში მოხვდა. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი. გაბოროტებულია ის ვინც ვერ მოხვდა მინისტრად”, – ამბობს შაშიაშვილი.
სააკაშილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, რომლის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის”. ამავე მოთხოვნით მემორანდუმი გადორმდა რომელსაც საზოგადოება “ლაზარე”, “საქართველოს უხუცესთა საბჭო”, “ინვალიდთა ალეანსი”, “უფლებადამცველთა გაერთიანება”, “ჩოხოსანთა კავშირი”, “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია”, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი და სხვა ორგანიზაციები უერთდებიან.
18. 12. 2012.
ქართულ-ოსური მისია
No comments:
Post a Comment