Dec 23, 2012

2013 წლის 4 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება მემორანდუმის ხელმომწერ ორგანიზაციათა დიდი შეკრება ავლაბრის რეზიდენციასთან

qutaisi

RX7-NEWS

გრძელდება ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სრულიად საქართველოს მასშტაბით , შეგახსენებთ, რომ ამა წლის 27 ნოემბერს, 30-მდე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, (მათ შორის პარტია „თეთრებმა“) ხელი მოაწერა მემორანდუმს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე.
მემორანდუმში ნათქვამია
„ვაფიქსირებთ რა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობას მის პოსტთან, წლების მანძილზე მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილ მრავალ არაკონსტიტუციურ და დანაშაულებრივი ქმედებებს, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქართველი ერი, შეარყია ქართული კულტურა და დაარღვია საქართველოს მთლიანობა და სახელმწიფოებრიობა, ცალსახად ვაცხადებთ და კატეგორიულად მოვითხოვთ:
დაუყოვნებლოვ გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულის მოთხოვნით დაწყებული ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით, რისი ორგანიზებისა და განხორციელებისათვის ვერთიანდებით და თანაბრად ვანაწილებთ შესრულების პასუხისმგებლობას.“
2013 წლის 4 იანვარს, 13:00 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან გაიმართება მემორანდუმის ხელმომწერ ორგანიზაციათა და მხარდამჭერთა დიდი შეკრება.

ქართულ-ოსური მისია პრეს სამსახური
23.12.2012.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები