
გულდასაწყვეტია , რომ 2006 წლის ერედვში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, იმ მძიმე დროს და ვითარებაში დგომა- ასე რთული და დაუფასებელი შედეგით დასრულდა.
ჩემო საყვარელო დევნილებო, ჩემო ხეობელებო, ჩემო გორელებო და საერთოდ - ჩემო ქართლელებო, მოგმართავთ დიდი სიყვარულით და მოწიწებით, თქვენ ყველამ ყველაფერი კარგად იცით და არაფერი გესწავლებათ, თქვენ ხართ თითოეული ადამიანისა და მისი საქმის შემფასებელი ბარომეტრი. ისიც კარგად იცით, თუ როგორ დანაღმულ გზებზე ვიარე, ქართულ - ოსურ კონფლიქტის ზონაში - წვერიახოს გაუვალ მთაზე, პირველ ქალმა- პოლიტიკოსის სტატუსით. იმისათვის , რომ მტრობა დამთავრებულიყო, დაქუცმაცებულობა დასრულებულიყო, შუღლი დასამარებულიყო. შუღლი ძმათა შორის, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს ბოლო ათეული წლებია ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია.
მე, თქვენთან ერთად ვიბრძოდი მშვიდობის დასამყარებლად, ქართულ - ოსური ურთიერთობების დასათბობად, ჩატეხილი ხიდის აღსადგენად, იმ უფსკრულის ამოსავსებად , რომელიც მავანმა და მავანმა, ხელოვნურად შექმნა ჩვენს შორის. ოცდასამი წელი დევნილი ვარ, ოთხი მთავრობა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, დღეს მეხუთე ჩაუდგა ქვეყანას სათავეში. ამ ოთხი ხელისუფლების პოლიტიკამ ზიანის მეტი არაფერი მოგვიტანა , ამ 23 წლის მანძილზე, არც ერთი დევნილი საკუთარ კარ-მიდამოს არ დაბრუნებია, ქვეყანაში დევნილთა პრობლემა წლებია პირველ პლანზე დგას და ყოველი ხელისუფლება იკვეხნიდა თავს - შესრულებული მუშაობით. (ყველა ინდივიდს თუ ხელისუფლებას თავისი შესაძლებლობების კულმინაციის მწვერვალი გააჩნია , მათ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ამუწურეს.)
პირიქით, თავზე დაგვატეხეს, მოულოდნელი, 21 -ე ცივილიზებული საუკუნის სისასტიკით გამორჩეული - 2008 წლის აგვისტო! აატირეს რამდენი ჩვენი ახლობლის ოჯახი და შავ ძაძებში გამოხვიეს ქართველი და ოსი დედები...
მე დღეს ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი , რომ იმ დედებს ტკივილი და მოუშუშებელი იარა კვლავ არ განვუახლო. მე მათი და მათი საამაყო, გმირი შვილების- სულების წინაშე ქედს ვიხრი!
ამ ყოველივე ავად დატრიალებულმა ცხოვრების ქარბორბალმა, მაფიქრებინა სათავეში ჩავდგომოდი იმ დიდ სახალხო დიპლომატიურ მოძრაობას , რასაც ,,ქართულ-ოსური მისია'' ჰქვია , იმ დიდ ერის ღირსეულ მამულისშვილებთან ერთად , როგორებიც არიან ბატონები:
რეზო ამაშუკელი – პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, „ქართულ- ოსური მისიის“ თავმჯდომარე,
ფერდინანდ ლორთქიფანიძე -ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქართულ-ოსური მისიის თანათავმჯდომარე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო- საგამომცემლო ფონდის ,, ენციკლოპედია''- ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა წევრი,
რომან რურუა - საზოგადო მოღვაწე, მსოფლიო, ევროპის და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობაში,
თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი და სხვები.
დღეს დადგა დრო, რომ ქართულმა ელიტამ და ქართულმა ინტელიგენციამ თავისი სიტყვა თქვას და იმ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება შესძლოს თითოეულმა, ვისაც რა და როგორ შეუძლია.
ჩვენს მისიას აქვს შემუშავებული გრანდიოზული სამოქმედო პროგრამა იმისათვის, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ ქართულ-ოსურ-რუსული ათეული წლების მიერ დანგრეული ურთიერთობები. ვფიქრობ ჩვენი დიდი სახალხო დიპლომატით იამაყებს ამერიკაც და ევროპაც, ისევე როგორც ჩემი ,,იუსტიციის სახლის'' იდეით.
ამ ეტაპზე ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს: ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიამიმოსვლას, სავიზო რეჟიმს, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის , რომ აღდგეს ურთიერთობები, რომ საზღვრებზე მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება, საზღვარს მიღმა დარჩენილ მეგობრებს , ახლობლებსა და ნათესავებს შესაძლებლობა მიეცეს ერთმანეთთან ურთიერთობის, რომელნიც ორი ათეული წელია მოკლებულია ამ ბედნიერებას. უნდა შეეძლოთ თითოეულ მათგანს ახლობლებთან ურთიერთობა, დარეკვა ოსეთში, აფხაზეთში, რუსეთში მარტივად , ისე რომ არ ჰქონდეთ შიში იმისა - ხვალ მათ აგენტის სტატუს მიაკრავენ!
ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს!
ჩვენ დევნილები მივტირით იმ ძველ დროს, რასაც 20-ე საუკუნე, ანუ მშვიდობის საუკუნე ერქვა!
არ ვიქნები იქ, სადაც იარაღის ჟღარუნი შემომესმება!
არ ვიქნები იქ, სადაც იჭედება ბორკილები, მოძმე ერების ერთობისა და სიყვარულის შესაბოჭად!
არ ვიქნები იქ , სადაც გათიშე და იბატონეს პრინციპი მეფობს!
ვიქნები თქვენთან ერთად, იქ სიყვარულის, მეგობრობის, მეზობლობის, ძმობისა და მშვიდობის ტაძრის აღსადგენად.
დღეს ქართულ ოსური მისიის გვერდით დგომა, მერწმუნეთ იოლია და თან საამაყოც!
გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლისათვის, რამეთუ - ძალა ერთობაშია!
15. 12. 2012.
მარინა კაჟაშვილი
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექსმინისტრი
No comments:
Post a Comment