Dec 21, 2012

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის - ბატონ დავით უსუფაშვილისა და ვიცე სპიკერის - ქალბატონ მანანა კობახიძის შეხვედრა- ქუთაისის 19 დეკემბრის აქციის ხელმძღვანელ ბატონ რეზო ჩხეიძესთან



19 დეკემბერს, წმინდა ნიკოლოზის დღეს, თბილისში,   დილის 10:00 საათზე, იქ, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით იდგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, ჩატარდა  სამოქალაქო შეკრება, რომელშიც გაერთიანებული იყო 30 ორგანიზაცია და მოეწყო  საპროტესტო მსვლელობა დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
    ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა, ქუთაისელი ხალხი გამოვიდა ასევე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით .აქციას ესწრებოდნენ  კინო რეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი და საზოგადო მოღვაწბატონი რეზო ჩხეიძე, თეთრების ლიდერი-თეიმურაზ შაშიაშვილი და  ბევრი  სხვა  პატრიოტი ქართველი,რომელთაც სიტყვით მიმართეს ქუთაისელ ხალხს, წმინდა ნიკოლოზის დღე მიულოცეს , დაგმეს ვანდალური ქმედება ,,დიდების მემორიალის,, აფეთქებასთან დაკავშირებით და ამცნეს, რომ  19 დეკემბერი მართლაც ტრაგიკული დღეა. 3 წლის წინ, ნიკოლოზობა დღეს ქუთაისში აფეთქებული იქნა „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ შერაცხული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელთქმნილი დიდების მემორიალი. აფეთქებას შეეწირა უმანკო ბავშვისა და მისი დედის სიცოცხლე. სამწუხაროდ ამ ცოდვილ ადგილზე აგებულ იქნა საქართველოს პარლამენტის შენობა. მათ შეახსნეს ხალხს ,რომ სურთ  საქართველო იყოს გაერთიანებული ,გაბრწყინებული და არა ისეთი როგორიც დღესაა და აქვე დასძინეს , რომ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშია,  საგანგაშოა, როცა საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას.
 ბატონ თემურ შაშიაშვილმა დადევბითად შეაფასა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის  მიერ შედგენილი  სამოქმედო პროგრამა  და აღნიშნა , რომ მსგავსი სახის პროგრამა უახლოეს ბოლო წლების განმავლობაში არავის წარმოუდგენია და  ფიქრობს , რომ მისი რეალიზება  ყოვლად შეულებელია მტრად ჩასაფრებული  ნაციონალების ხელში. 
          აქციის წევრები ,  კინო რეჟისორ, მსოფლიო მშვიდობის ელჩისა და საზოგადო მოღვაწის - ბატონ რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ საქართველოს პარლამენტს,  სადაც შეხვედრა შედგა  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე- ბატონ  დავით უსუფაშვილსა და ვიცე სპიკერ- მანანა კობახიძესთან.
ბატონ რეზო ჩხეიძემ მათ მიულოცა  წმინდა ნიკოლოზის დღე და ამასთან დაგმო სამი წლის წინ დიდების მემორიალის აფეთქების ფაქტი. რომ ეს იყო „ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული მემორიალი.
     აქციაში მემორანდუმით  გაერთიანებული  30 ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბატონ მიხეილ ანდღულაძემ ასევე განაცხადა ის ,რომ შექმნილია კვალიფიციური იურისტების ჯგუფი, იურისტ  მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით,რომელნიც აქტიურად მუშაობენ პრეზიდენტის მიერ ხელოვნურად შეცვლილ საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებაში. ასევე  გაითვალისწინე რა საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რაც ნათლად გამოიხატა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარეობს   პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება სრულიად საქართველოს მასშტაბით ,რათა პრეზიდენტმა ხუთი წლის თავზე შეწყვიტოს  საპრეზიდენტო უფლებამოსილება.
     აქციის  ერთ-ერთმა მონაწილემ ,,ქართულ-ოსური მისიის'' წარმომადგენელმა ცხინვალიდან 23 წლის დევნილმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილ იუსტიციის მინისტრმა და დეს ,,ქართულ ოსური მისიის'' გენერალურმა მდივანმა- მარინა კაჟაშვილმა  ამ შეხვედრაზე  მისიის პოზიციაც დააფიქსირა, რომ ორი ათეული წელი საკმაო დრო იყო იმისათვის, რათა ყველა მთავრობას თავისი პოლიტიკური-დიპლომატიური  შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოეჩინა და აღნიშნა ახლა დროა სახალხო დიპლომატიის გზით  მოხდეს ამ გაუთავებელი პრობლემატიკის მოგვარება  და დასძინა, რომ აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანი დღეს ქართულ-ოსურ-აფხაზურ- რუსული კონფლიქტების დარეგულირება, იმ უფსკრულების ამოვსება , რომელიც მავანმა და მავანმა ხელოვნურად შექმნა ჩვენს შორის.რომ უნდა აღდგეს ვაჭრობა,საზოგადოებისა და ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილება , ავიამიმოსვლა, სავიზო რეჟიმ, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს ურთიერთობა. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ  ისინი ყველაფერს იღონებ იმისათვის , რათა საზღვარს მიღმა დარჩენილ  მეგობრებს , ახლობლებსა და ნათესავებს  შესაძლებლობა  მიეცეს  ერთმანეთთან ურთიერთობის, რომელნიც  ორი ათეული წელია მოკლებულია ამ ბედნიერებას. უნდა შეეძლოთ თითოეულ მათგანს ახლობლებთან ურთიერთობა, დარეკვა ოსეთში, აფხაზეთში, რუსეთში მარტივად ,   ისე რომ არ ჰქონდეთ  შიში  იმისა -  ხვალ მათ აგენტის სტატუს მიაკრავენ!  ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს! რომ ეს ხელს არ შეუშლის საქართველოს სვლას დასავლეთისაკენ, მისი ფიქრობს რომ მეგობრობის აღდგენა მეზობლებთან მისასალმებელი იქნება როგორც ამერიკისათვის ისე ევროპისათვის. მისია არ ეწინააღმდეგება არავის,ვინც საით ხედავს ქვეყნის კეთილდრეობას გამოაჩინოს თავისი შესაძლებლობები და დაეხმაროს ქვეყანას გაერთიანება - გამთლიანებაში და არა შუღლით , არა მტრობით, რამეთუ ,,საქართველოს არ ჰყავს შვილი დასაკარგავი''! 
      აქციის ხელმძღვანელებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს -  დიდების მემორიალის ისტორიის ამსახველი წიგნის „დაუჯერებელი სინამდვილე“ მეორე გამოცემა პერსონალურად პარლამენტის წევრებისათვის, 
ასევე ბატონ რეზო ჩხეიძის წერილობითი მიმართვა და
გაზეთი რომელიც შეიცავს სერიოზულ და საინტერესო მასალებს.

 შეხვედრის დასასრულს მათ დაადასტურეს, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება.
 
,,ქართულ-ოსური მისიის'' პრეს ცენტრი
20 . 12. 2012.


         

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები